"ერთის კარგია შინაარსი , მეორის კარგია ვადა"- ბერძენიშვილი საარჩევნო სისტემის ცვლილებების პროექტზე
პოლიტიკა - 15:35, 28 Apr, 2016     1263

„რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილის შეფასებით შესაძლებლობა იმისა, რომ საარჩევნო მოდელის ცვლილება 2016 წლის არჩევნებამდე მოხდეს, ძალიან დაბალია. აღნიშნული განცხადება ბერძენიშვილმა საქართველოს პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით განხილვების დაწყებამდე გააკეთა. დრეს პარლამენტში ორი პროექტის განხილვა იგეგმება, პირველი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ არის შემუშავებული და 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის - პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს. მეორე პროექტის ავტორი კი უმრავლესობაა და 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს:

„ერთის კარგია შინაარსი , მეორის კარგია ვადა. საუკეთესო იქნებოდა ჩვენი ვერსია 2016 წელს ამუშავებულიყო, მაგრამ ამის შესაძლებლობა ძალიან დაბალია, იმიტომ რომ ყველაფერი თვლითაა, პოლიტიკა კოპრომისების შესაძლებლობაა. პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს არ აუღიათ ვალდებულება 2012 წელს რეგიონულ-პროპორციული სისტემის ახლავე ასამუშავებლად“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც პარლამენტს 200 ათასი ხელმოწერის საფუძველზე წარედგინა.

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია პარლამენტის დაკომპლექტება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისგან. ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის - პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დეპუტატებს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე აცნობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42