„საარჩევნო სისტემის მთელი მოდელის შეცვლა, რაც იმიას გულისხმობს რა ტიპის არჩევნები უნდა ჩატარდეს მთლიანად პროპორციული, მაჟორიტარულ-პროპორციული თუ ასე შემდეგ, არ ხდება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც პარლამენტს 200 ათასი ხელმოწერის საფუძველზე წარედგინა.
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია პარლამენტის დაკომპლექტება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისგან. ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის - პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დეპუტატებს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე აცნობს.
მასალის გამოყენების პირობები






