პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია პარლამენტის დაკომპლექტება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისგან. ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის - პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დეპუტატებს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე აცნობს.
როგორც სხდომის დაწყებამდე მამუკა კაციტაძემ განაცხადა საქართველოს პარლამენტს მოუწევს პასუხი გასცეს არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპოზიციას ,სამოქალაქო სექტორს და საერთაშორისო ორგანიზაციებს არამედ საკუთარ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს:
„დამოუკიდებელი საქართველოს 25 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად ხდება, რომ 200 ათასი ხელმოწერის საფუძველზე არის ინიცირებულილ საკონსტიტუციო ცვლილება . ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი. საქართველოს პარლამენტს მოუწევს პასუხი გასცეს არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპოზიციას ,სამოქალაქო სექტორს და საერთაშორისო ორგანიზაციებს არამედ საკუთარ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს.“- აღნიშნა კაციტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






