არალეგიტიმური არჩევნები - საფრთხე სახელმწიფოსთვის - ოპოზიციის პროტესტი პარლამენტში
პოლიტიკა - 14:20, 28 Apr, 2016     2011
პარლამენტში ინტერპარტიული ჯგუფის მიერ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.

ამის პარალელურად, პარლამენტის ფოიეში ინტერპარტიული ჯგუპის წევრებმა ერთგვარი აქცია გამართეს.

მათ საკანონმდებლო ორგანოში პლაკატი მიიტანეს წარწერით: არალეგიტიმური არჩევნები - საფრთხე სახელმწიფოსთვის.

როგორც ცნობილია ინტერპარტიული ჯგუფს სურდა ბანერი სხდომათა დარბაზში შეეტანა, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს, როს შემდეგაც ბანერი პოიეში გაშალეს სწორედ ამ ბანერის ფონზე გააკეთა განცხადება "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.

„მოგეხსენებათ დღეს საქართველოს პარლამენტში იხილება საპარლამენტო ოპოზიციის, არასაპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, ფაქტობრივად მთელი პოლიტიკური სპექტრის და 200 ათასი საქართველოს მოაქალაქის მხარდაჭერილი ინიციატივა, რომ საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს რეგიონულ-პროპორციული სისტემით.

საქართველოს ხელისუფლება კი მაქსიმალურად ცდილობს შეინარჩუნოს ის მანკიერი სისტემა, რომელიც მას მაჟორიტარების ხარჯზე საშუალებას აძლევს მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია.

დღეს, როდესაც ჩვენი წარმომადგენელი პარლამენტის ტრიბუნიდან წარადგენს ჩვენს საერთო ინიციატივას, სისტემის რეფორმირების შესახებ, საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობამ, მინიმუმ ისიც კი არ დაუშვა, რომ ეს ბანერი, სადაც საქართველოს ხელისუფლებისადმი არის მოწოდება, რომ არალეგიტიმური არჩევნები არის საფრთხე ქვეყნის მომავლისთვის, შეგვეტანა. ამ ბანერის შიში მიანიშნებს იმაზე, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის და ცდილობს, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ყველა ის მექანიზმი რომელიც არსებობდა ძველ კანონმდებლობაში და ცდილობს არ განახორციელოს რეფორმა, რათა მოახდინოს ძალაუფლების შენარჩუნება"- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

სიტყვით გამოსვლისას ქარდავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მხოლოდ დღეს არსებული "მანკიერი სისტემით" შეძლებს უმრავლესობის შენარჩუნებას.

"ეს იქნება გამოწვევა და საფრთხე ჩვენი სახელმწიფოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, დასავლური კურსისითვის, ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკისთვის და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ საზოგადოება, ჩვენი მხარდამჭერები, ის 200 ათასი ადამიანი და უამრავი პოლიტიკური ძალა თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, არ მისცემს ხელისუფლებას საშუალებას დააზარალოს საარჩევნო სისტემის რეალური რეფორმა “- აღნიშნა ედპ-ს ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ ცვლილებების განხორციელებისთვის პარლამენტს 200 000 ხელმომწერა რამოდენიმე თვის წინ წარუდგინა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის მომზადებული პროექტის მიხედვით, პარლამენტის დაკომპლექტება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისგან უნდა მოხდეს.

ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის - პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42