დავით უსუფაშვილი ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 12:38, 28 Apr, 2016     1043

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დღეს დავით უსუფაშვილმა შეხვედრა ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ზიგფრიდ ბრაკესთან გამართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში, მარტში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება. ზიგფრიდ ბრაკეს თქმით, ბელგიის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყნის ეკონომიკასა და განვითარებაზე მომხდარის ნეგატიური გავლენა მაქსიმალურად შემცირდეს და უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე იყოს დაცული. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო მაქსიმალურად ცდილობს, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, თავისი წვლილი შეიტანოს ტერორიზმთან ბრძოლაში.

მხარეებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს. როგორც დავით უსუფაშვილმა კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, მისი ვიზიტის მთავარი მიზანი ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრებია.

ზიგფრიდ ბრაკეს განცხადებით, ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის პროცესსაც.

მხარეებმა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. ბელგიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა. დავით უსუფაშვილმა ზიგფრიდ ბრაკე საქართველოში ვიზიტით მოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42