პარტიის „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ლიდერობს საქართველოში თავის Facebook-გვერდზე ხელმომწერთა ზრდის მიხედვით. ამას ცხადყოფს კომპანია „SocMedia Laboratory“ მიერ ჩატარებული კვლევის „საქართველოში ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების ანალიზის“ შედეგები.
2016 წლის 11 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით ქართველ ხელმომწერთა რიცხვი ლეონიდ ჩერნოვეცკის გვერდზე გაიზარდა 28,77%-ით, ხოლო ხელმომწერთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 15%-ით და მიაღწია ხელმომწერთა 235 696 –იან მაჩვენებელს.
„ათასობით მოქალაქე მწერს თავის პრობლემებზე და ამით მაძლევენ საფუძველს სულ უფრო მეტი ახალი საკანონმდებლო ინიციატივება წარმოვადგინო. დარწმუნებული ვარ, რომ რამოდენიმე მათგანი, განსაკუთრებით არის ქართველებისთვის მნიშვნელოვანი. ესენია: ონლაინ-კაზინოების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დახურვა, კრედიტების გამო მოქალაქეების გამოსახლების აკრძალვა, - ამ ინიციატივებს უახლოეს მომავალში პარლამენტი მიიღებს, რადგანაც დეპუტატებს არ ექნებათ ამ ინიციატივების საწინააღმდეგო არანაირი არგუმენტი“ - აცხადებს „ბედნიერი საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.
წინა შედეგებისგან შედარებით ლეონიდ ჩერნოვეცკიმ გაუსწრო მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პირადი გვერდის ხელმომწერთა ზრდის მიხედვით, რომელმაც რეიტინგში ერთი პოზიცია დაკარგა (2,26%). მესამე ადგილზეა კახა კალაძე მკითხველთა რიცხვის 1,04%-ის ზრდით.
დანარჩენ პოლიტიკოსებს, რომელთა გვერდები ფასდებოდა კვლევის მიმდინარეობისას, Facebook-ზე ხელმომწერთა რაოდენობის ზრდა არ აღემატებოდა 1%. თვის „ანტილიდერი“ გახდა გიორგი ვაშაძე: ხელმომწერებმა საქართველოდან დაიწყეს მისი გვერდიდან ამოწერა, რაც შესაძლოა გვერდის არასაკმარის პოპულარობასთან იყოს დაკავშირებული. ამ თვეში რეიტინგი დატოვა ზურაბ ჯაფარიძემაც, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა გაუსწრო.
კომპანია „SocMedia Laboratory“ თანამშრომლებმა ჩაატარეს კვლევა „საქართველოში ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების ანალიზი“. სოციოლოგებმა განსაზღვრეს ქართველი პოლიტიკოსების ყველაზე ცნობილი Facebook გვერდები. რეიტინგის შედგენისთვის ყურადღება ექცეოდა საქართველოდან ხელმომწერთა რაოდენობის ზრდას პოლიტიკოსების გვერდებზე Facebook-ში.
მეთოდოლოგია გულისხმობს მხოლოდ საჯარო პირების და კომპანიების ოფიციალური გვერდების მონაწილეობას რეიტინგში. მონაცემები შეგროვებულია 2016 წლის 15 არილის მდგომარეობით.
ეს კვლევა იძლევა საშუალებას შეფასდნენ პოლიტიკოსები და მათი კომუნიკაციის ეფექტურობა ამომრჩეველთან Facebook-ის მეშვეობით. გვერდებზე აუდიტორიის ზრდის ანალიზმა უჩვენა, რომ რეგულარულმა პუბლიკაციები (დღეში 2-მდე) - ხელმომწერების სტაბილური ზრდის და ჩართულობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
მასალის გამოყენების პირობები






