პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პოლიტიკა - 10:44, 28 Apr, 2016     1046
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიიღო. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ორმა დეპუტატმა - პავლე კუბლაშვილმა და გოგა ხაჩიძემ.

როგორც პარლამენტის ვებგვერდზე კანონპროექტის აღწერაშია ნათქვამი ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნების მომენტიდან შევა. გამოქვეყნება კი, 15 დღის ვადაში - საკანონმდებლო მაცნეში უნდა მოხდეს. ამის შემდეგ, გადაწყვეტილება შეიძლება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზეც. მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან შედის და 15 დღეში საკანონმდებლო მაცნეში ქვეყნდება.

წარმოდგენილი ცვლილებით ზუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევის პროცედურები. საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეული წევრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით აღინიშნება, რომ იგი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება მისი წინამორბედის უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე, ფიცის დადების მომენტიდან. ცვლილების მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერ წევრს ექნება უფლება სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს.

ცვლილებები შედის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონშიც წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის როგორც განსხვავებული, ასევე თანმხვედრი აზრის არსებობის შესაძლებლობას, რომელიც ასევე თან დაერთვება საქმეს. განისაზღვრება კონკრეტულ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლის ავტომატური, ელექტრონული შერჩევის სისტემის საშუალებით შერჩევის შესაძლებლობა. წარმოდგენილი ცვლილებით დგინდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებაზე უარი დასაშვებია თუ იგი გამოსაქვეყნებლად კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით არის წარდგენილი.

აღნიშნული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ეწინააღმდეგებოდა "ნაციონალური მოძრაობა" მათი თქმით, აღნშნული კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილის სურვილების განხორციელებაა და მიზნად საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებების შეკვეცას ისახავს. ენმ-ს წევრმა გიორგი კანდელაკმა კანონპროექტის მხარდაჭერისთვის აპც "გირჩის" წევრები გააკრიტიკა. მისი თქმით "გირჩი" ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს:

"მე მგონი კიდევ თუ არსებობდა კითხვები თუ რა თამაშს თამაშობენ ეს ბატონები - დღეს ყველა კითხვას პასუხი გაეცა"- წერს გიორგი კანდელაკი ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42