დავით უსუფაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის შეხვდა
პოლიტიკა - 09:51, 28 Apr, 2016     966
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინისთან გამართა.

შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის პროცესზე, საქართველოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. ფედერიკა მოგერინიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას და მის ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებას. მისივე თქმით, საქართველომ ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოსთვის გადამწყვეტია. მისივე თქმით, ქვეყნის როგორც საკანონმდებლო, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენელთა ყველა შეკითხვას უპასუხონ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში დამატებითი მოთხოვნები და წინაპირობები მოსალოდნელი არ არის. მისივე განცხადებით, კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი ფედერიკა მოგერინისგან ისაა, რომ ცალკეული ევროპარლამენტარის პოლიტიკური შეხედულება ევროპული ინსტიტუტების პოზიცია არ არის.

„ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ქალბატონმა მოგერინიმ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ გაიმეორა, რომ ის პოზიცია, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით გამოხატა ევროპის კომისიამ, არის ძალაში, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში არა მხოლოდ მისი მხრიდან, არამედ კომისიის პრეზიდენტის - იუნკერის, საბჭოს პრეზიდენტის - ტუსკის, პარლამენტის თავმჯდომარის -შულცის, ყველას პოზიცია არის ერთი და ძალიან მარტივი, რომ საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა, რომ დამატებითი მოთხოვნები, წინაპირობები ვიზალიბერალიზაციის პროცესში მოსალოდნელი არ არის. ამასთანავე, საკითხის განხილვას სჭირდება გარკვეული დრო. პარლამენტში კენჭისყრისას არ არის გამორიცხული, რომ ამა თუ იმ პარლამენტის წევრმა, თავისი პოლიტიკური შეხედულებიდან თუ სხვა რაიმედან გამომდინარე, სხვანაირად დასვას საკითხი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება ევროპული ინსტიტუტების პოზიცია. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, მათ შორის ყველასგან, მათ შორის ქალბატონი მოგერინისგან“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ განსახილველი საკითხი ბევრია, ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების კონკრეტულ თარიღებს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.

„ევროკავშირს, დღევანდელი მდგომარეობით, ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხი აქვს განსახილველი, მათ შორის ვიზებთან დაკავშირებული თემები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან - თურქეთთან, უკრაინასთან. ჩვენ მივიღეთ ამ საკითხშიც ძალიან მყარი პოზიცია ევროკომისიის და ევროკავშირის სხვა ხელმძღვანელების, რომ საკითხები იქნება განხილული ცალ-ცალკე, შესაძლოა პროცესი იყოს პარალელურად, ანუ ერთი დღის განმავლობაში იყოს განხილული, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს თემების გადაბმა და ერთი ქვეყანა დაელოდოს მეორე ქვეყანას და ასე შემდეგ. თუმცა, ობიექტურად, ვინაიდან თემები ბევრი აქვს ევროკავშირს, მათ შორის ევროპარლამენტს, კონკრეტულ თარიღებს და დღეებს ვერ ასახელებენ როდის მოხდება გადაწყვეტილებების მიღება“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ევროკავშირთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, აქტიურად გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42