კვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 18:32, 27 Apr, 2016     1122
ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) წარმომადგენლებს - ტედ პოს და ჯერალდ კონოლის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს მეგობართა ჯგუფის საქმიანობის მნიშვნელობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისთვის.
კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საუბარი შეეხო ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების აუცილებლობას.
მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს და ყურადღება გაამახვილეს ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა მზაობა, შეიტანოს წვლილი გლობალური მშვიდობის დამყარების საქმეში.
"ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მთავრობის გეგმებზე და ეკონომიკურ განვითარებაზე, საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობაზე, რუსეთის საფრთხეზე და იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იდგეს საქართველოს გვერდით. ჩვენ გვინდა, განვახორციელოთ ეკონომიკური მოლაპარაკებები საქართველოსთან, ვიქონიოთ უფრო მყარი სავაჭრო ურთიერთობები. ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ კარგი ეკონომიკური ურთიერთობა, აქვთ კარგი პარტნიორობა," - განაცხადა კონგრესმენმა ტედ პომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42