საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, მარტინ შულცთან გამართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა და მარტინ შულცმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
„ბოლო საერთაშორისო კვლევა, რომელიც ახლა გამახსენდა და რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებას ეხება, ჩაატარა ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. კვლევა აჩვენებს, რომ წინა წელთან შედარებით ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით ვართ წინ. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ მედიათავისუფლების კუთხით პროცესი წინ წავიდეს, ეს პროცესი გადამწყვეტია, ნებისმიერი დავა, რომელიც ეხება რომელიმე კომპანიის მფლობელებს და ამ შემთხვევაში საქმე ეხება რუსთავი 2-ს, იმართება სასამართლოში. ეს არის ქვეყანაში დემოკრატიულობის საუკეთესო მაგალითი და დემონსტრირება. ეს ის არის, რაც საქართველოში ხდება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩართული იყო საკონსტიტუციო სასამართლო. თუკი იქნება გადაწყვეტილება, ეს იქნება დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი რომ მოსამართლეები და სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. ჩვენი პრიორიტეტია მედიაც იყოს თავისუფალი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






