საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, მარტინ შულცთან გამართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა და მარტინ შულცმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
„მე ევროპარლამენტის პრეზიდენტი ვარ და არა ქართველი პოლიტიკოსი, ასე რომ მე არ შემიძლია და არ ჩავერევი კონკრეტულ საქმეებში. თუმცა, რაც შეეხება კითხვას მედიის თავისუფლებაზე, მედიათავისუფლება არის დემოკრატიის განმსაზღვრელი. ეს მოთხოვნა არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, ჩვენ თავის დროზე ეს მოთხოვნები წავუყენეთ ევროკავშირში შესვლის მსურველ სხვა პარტნიორებს და ასევე ევროკავშირის ქვეყნებსაც თავისთავად. ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ, იმისთვის, რომ გაანალიზოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სისტემა, უნდა დააკვირდე დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და მედიას, ასე რომ ეს საკითხი ჩვენთვის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მთავარ როლს ასრულებს“, - განაცხადა მარტინ შულცმა.
მასალის გამოყენების პირობები






