ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ დაარსებიდან 19 წელი გავიდა
პოლიტიკა - 16:45, 27 Apr, 2016     1128
"კრწანისის" 19 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი სასწავლო ცენტრის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - დავით ებრალიძე და ანა დოლიძე, ასევე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე დაესწრნენ.

სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ მიმართეს, მათ წარმატებები უსურვეს და ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს ყურადღება.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო გნვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ვიცე-პოლკივნიკი ენდრიუ მუნრო, კაპიტნები ტომას კარპენტერი, ფილ ქვანი და შტაბის სერჟანტი რობერტ ვალენზუელა მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდო თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა გადასცეს.

მოგვიანებით, სტუმრებმა სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა, იარაღი და აღჭურვილობა დაათვალიერეს.

ღონისძიება საზეიმო მიღებითა და ტორტის გაჭრით დასრულდა.

ეროვნული სასწავლო ცენტრი "კრწანისი" 1997 წლის 22 აპრილს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, „იაღლუჯას" პოლიგონის ბაზაზე ჩამოყალიბდა. 2002 წლიდან ცენტრში ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ქვედანაყოფების მომზადება "წვრთნისა და აღჭურვის" (GTEP) პროგრამით დაიწყო, მომზადდა ხუთი ბატალიონი.
ეროვნულ სასწავლო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა წვრთნები, მათ შორის, რეკრუტთა საბაზისო მომზადების სწავლებები ხორციელდება. 2015 წლის 27 აგვისტოს ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გაიხსნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42