„მკაცრად გადამოწმდება ყველა სოციალური აგენტის და მათი ხელმძღვანელების საქმიანობა“- დიმიტრი ხუნდაძე
პოლიტიკა - 16:37, 27 Apr, 2016     1342
დღეს, პარლამენტში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთ კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიები ამ თემით სპეკულირებას ახდენენ. კომიტეტის თავმჯდომარემ მკაცრი განცხადება გააკეთა სოციალური აგენტების და მათი ხელმძღვანელების მიმართ.

-„დაიწყო წინაასარჩევნო პერიოდი და მასირებული შეტევა ყველაზე დიდ პოზიტივზე - ქართულ წარმატებულ ჯანდაცვაზე და ყველაზე სენსიტიურ - სოციალურ თემატიკაზე. ნაციონალურ მოძრაობასა და მის მონათესავე სატელიტ პარტიებს სურთ მოსახლეობას წაართვან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც უამრავი ოჯახი იხსნა დაღუპვისაგან და სურთ მოსახლეობა დააბრუნონ საყოველთაო პატიმრობის პროგრამაში. ეს მათი გაგებით უფრო ნაკლები დაუჯდება ქვეყანას და საზოგადოების მართვაც გაცილებით იოლი იქნება. ჩემი არაერთი თხოვნისა ოპონენტების მიმართ, რომ სოციალური თემატიკა - საზოგადოების ყველაზე შეჭირვებული მოქალაქეების მდგომარეობა არ გამოეყენებინათ პოლიტიკური სპეკულირებისათვის, არათუ შეისმინეს, არამედ ისინი ფარად აიფარეს და ამით უნდათ გაიკვალონ გზა.

ამის კლასიკური მაგალითი იყო გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში გასული გადაცემა „არჩევანი“, სადაც ტყუილისა და მართალის გარჩევა საზოგადოებისათვის ძალიან რთული იყო, მაგრამ მათი მიზანი თვალნათლივ ჩანდა. გადაცემაში გამოტანილი პრობლემები არ დაწყებულა გუშინ, მაგრამ მე არ მახსოვს, როდესმე, 2012 წლამდე მსგავსი სიხშირით და სიმწვავით გაეშუქებინათ ამ ტიპის პრობლემები. სოციალური თემატიკა უნდა შუქდებოდეს, მაგრამ არა ამ ფორმით. მათი მთავარი მიზანია ქვეყანაში შექმნან პანიკა, დაამკვიდრონ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი, გააღვივონ სიძულვილი და ამაში ნახონ სარგებელი. მთავარია გქონდეს პრობლემის მოგვარების პოლიტიკური ნება, რაც მათ არასოდეს ჰქონიათ. ნაციონალურ მოძრაობას სოციალურად დაუცველები და პენსიონერები მხოლოდ საარჩევნოდ ახსოვთ და სჭირდებათ.მინდა ყველას გასაგონად კიდევ ერთხელ განვაცხადო: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეშვეობით ხელისუფლება გააგრძელებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც."- განაცხადა ხუნდაძემ.

დეპუტატის თქმით მკაცრად გადამოწმდება სოციალური აგენტების მუშაობაც და თუ გულგრილობა ად საბოტაჟი გამოიკვეთა, ისინი მკაცრად დაისჯებიან:

"სოციალურად დაუცველთა პრობლემებს, მიუხედავად იმისა ვისი პოლიტიკური მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ჩავწვდებით ბოლომდე. სოციალური აგენტების გასაგონად მინდა ვთქვა: მკაცრად გადამოწმდება მათი და მათი ხელმძღვანელების საქმიანობა და თუ მათ საქმიანობაში პოლიტიკური შემადგენელი, გულგრილობა ან საბოტაჟი გამოიკვეთა, ისინი მკაცრად დაისჯებიან. თუკი ვინმეს სოციალურად დაუცველის სტატუსი ეკუთვნის და დღემდე დახმარებას ვერ ღებულობს, აუცილებლად დავეხმარებით.

მაგრამ უნდა კარგად ვიცოდეთ, ეს არ არის უმუშევრობის გადასახადი, ეს არ არის სიღარიბის აღმოფხვრის პროგრამა! ეს არის სოციალურად ყველაზე შეჭირვებული ფენის დახმარება, რომელიც სახელმწიფომ გააორმაგა. სამწუხაროდ, დღეს ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებული და ღარიბი, მაგრამ იქნებ ვინმემ მითხრას - სად გადის ზღვარი სიღარიბესა და სიღატაკეს შორის? სამი დღის წინ მე და მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო შევთანხმდით, გამოვიყენოთ დამატებითი გადამოწმების მექანიზმები და აღმოვფხვრათ ხარვეზები. ასევე მინდა განვმარტო, რომ პრობლემა არსებულ პროგრამაში კი არა, მისი არსებობის საჭიროებაშია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს ოპონენტებს, ნუ გამოიყენებენ ყველაზე გაჭირვებული ფენის თემას პოლიტიკური სპეკულაციისთვის“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42