გურამ ადამაშვილი ამერიკის ელჩს მადლობას უხდის
პოლიტიკა - 16:29, 27 Apr, 2016     1216

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს აღმასრულებელი დირექტორი, გურამ ადამაშვილი აშშ-ს ელჩის, იან კელის სტივ რასელთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.


ადამაშვილი მადლობას უხდის ელჩს გამოხმაურებისთვის და აცხადებს, რომ იან კელის პასუხმა ცხადყო, რომ რასელის განცხადება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში უხეშად ჩარევის მცდელობა იყო.

„ჩვენ ველოდით ბატონი კელის განცხადებას რასელის მოსაზრებებთან დაკავშირებით, პეტიიცითაც მივმართეთ მას. ელჩის დღევანდელმა კომენტარმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის გამოსვლა ქართული ოპოზიციური პარტიის ტექსტს იმეორებდა მხოლოდ და მხოლოდ. რეალურად კი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც სწორედ ამჟამინდელი მთავრობის გატარებული რეფორმების და ქვეყნის ეფექტური მართვით არის გამოწვეული. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ბატონ კელის პასუხისთვის,“ – აღნიშნა გურამ ადამაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრთან“ და „ახალგაზრდულ ცენტრთან“ ერთად, რამდენიმე დღის წინათ, იან კელის განცხადებით მიმართა. არასამთავრობოები ელჩს თხოვნით მიმართავდნენ, რომ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის მოსაზრებებთან დაკავშირებით, ქართველი ხალხისთვის აშშ-ს მთავრობის ოფიციალური პოზიიციის შესახებ ეცნობებინა.

აშშ-ს ელჩის, იან კელის დღევანდელი განცხადებით კი ირკვევა, რომ კონგრესმენ რასელის მოსაზრებები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკას არ ასახავს.

„რა თქმა უნდა, სტივ რასელი წარმომადგენელთა პალატის პატივსაცემი წევრია და უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებები გამოთქვას, მაგრამ მისი მოსაზრებები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკას არ ასახავს,“ – განაცხადა კელიმ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, სტივ რასელმა აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატაში გამოსვლისას, პრეზიდენტ ბარაქ ობამას მოუწოდა, საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს კარგად დააკვირდეს, რადგან კონგრესმენის თქმით, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი შეეცდება, არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, ხმების მოსყიდვისა და ოპონენტებთან გამკლავების გზით. ამასთან, სტივ რასელმა აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს ”იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო”, ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაყინვისკენ მოუწოდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42