ნატახტარის ლიმონათის ექსპორტის 80%-ზე მეტი აზერბაიჯანზე, რუსეთზე, სომხეთსა და ყაზახეთზე მოდის
პოლიტიკა - 15:49, 27 Apr, 2016     1203

ბოლო პერიოდში ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებასა და დივერსიფიკაციაში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია. გაზრდილია იმ პროდუქციის ჩამონათვალიც, რომელიც ქვეყნიდან საზღვარგარეთ, მათ შორის ევროპაში გადის.

წლებია, ექსპორტში ქართულ ღვინოსა თუ მინერალურ წყლებს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. ბოლო დროს კი სასმელების ჩამონათვალში ქართული ლიმონათიც აქტიურად ფიგურირებს. ქართულ საექსპორტო პროდუქციას შორის ლიმონათი საინტერესო მიმართულებაა. სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლამდე სასმელების ექსპორტი სტაბილურად მზარდი იყო. გასულ წელს კი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში 2013 წელს მინერალური წყლებისა და ტკბილი გაზიანი სასმელების ექსპორტისგან დაახლოებით 17 მილონი დოლარი შემოვიდა. 2014-ში აღნიშნული მონაცემი 28 მილიონი დოლარი იყო, 2015-ში კი მონაცემი მკვეთრად შემცირდა და ის 18 მილიონს დოლარს გაუტოლდა.

ლიმონათის ექსპორტის მოცულობის შემცირებას კომპანია ,,ნატახტარი” უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებზე შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებას უკავშირებს. ,,კომპანიის ექსპორტის 80%-ზე მეტი მოდის აზერბაიჯანზე, რუსეთზე, სომხეთსა და ყაზახეთზე. ამ ქვეყნების ეკონომიკური ვითარებისა და ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო, ექსპორტის მოცულობა 2015 წელს 2014-თან შედარებით დაახლოებით 10%-ით შემცირდა”, -აცხადებენ კომპანიაში. ქართული ლიმონათის საექსპორტო პოტენციალზე დადებითად აისახება ის ფაქტი, რომ ბევრ ქვეყანაში ლიმონათი ნაკლებად ცნობილი სასმელია.

,,ლიმონათი სხვა ქვეყნებისთვის ნაკლებად ცნობილი სასმელია, ამიტომ პირველ რიგში, მის მიმართ არსებობს ინტერესი. ცნობისმოყვარეობას გემო ამართლებს, იშვიათია ქვეყანა, სადაც ლიმონათს მოწონება არ დაემსახურებინოს. ეს საამაყოა არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული კომპანიისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის”, – აღნიშნავენ ,,ნატახტარში.”

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ საექსპორტო ქვეყნების რაოდენობის ზრდის ხარჯზე 2016 წელს ექსპორტის მოცულობა ტრადიციულად გაიზრდება. 2015 წელს ,,ნატახტარის” ლიმონათი 24 ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე, მათ შორისაა: აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, მოლდოვა, უკრაინა, კვიპროსი, გერმანია, აშშ, ლატვია და საბერძნეთი.

აღსანიშნავია, რომ ქართული ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელების კომპანიები საკმაოდ აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენებში, რაც მათ ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებასა და ათვისებაში ეხმარებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42