საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
პოლიტიკა - 13:42, 27 Apr, 2016     1186

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ბერლინში რიგით მე-5 ქართულ-გერმანულ სტრატეგიული ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რალფ ბრაუკსიპემ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრაზე გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე. თავდაცვის მინისტრმა რალფ ბრაუკსიპეს საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი და ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინები გააცნო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში ხელი მოვაწერეთ ორმხრივ ხელშეკრულებას საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის შესახებ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ბუნებრივია, ასეთი ხელშეკრულებები ხელს უწყობს უკვე ძალიან წარმატებული ურთიერთობების თვისობრივად კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადაყვანას, კიდევ უფრო ინტენსიურ ურთიერთობებს, უფრო მეტ სწავლებას, უფრო მეტ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის და მთლიანად სახელმწიფოსთვის. ასეთი ვიზიტები ბევრ ქვეყანაში გვექნება სწორედ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად დავაახლოვოთ ჩვენი მოლოდინები - ქართული მხარის და ჩვენი პარტნიორების, ნატოს წევრი ქვეყნების მოლოდინები ვარშავის სამიტიდან, შევთანხმდეთ ერთიან დოკუმენტზე, ერთიან შედეგებზე და ასე ერთობლივად წარვსდგეთ სამიტის წინაშე“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი კონრად ადენაუერის ფონდის გენერალურ მდივანს მიხაელ თილენს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტის მოადგილეს იოჰანეს ზინგჰამერს და მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავდაცვის პოლიტიკურ სპიკერს, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის წევრ რაინერ არნოლდს შეხვდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42