„ევროპას სჭირდება წარმატებული კონფლიქტის მოგვარების მაგალითები“ - პაატა ზაქარეიშვილი
პოლიტიკა - 13:27, 27 Apr, 2016     937

„ევროპას სჭირდება წარმატებული კონფლიქტის მოგვარების მაგალითები“, - ამის შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილმა მოხსენებით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ევროპას არ სჭირდება გადაუჭრელი კონფლიქტები მის სხვადასხვა ნაწილში. ევროპის უსაფრთოხებისათვის მნიშვნელოვანია კონფლიქტების მშვიდობიანი, თანმიმდევრული და მდგრადი მოგვარება სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ზედაფუძნებით. ევროპას სჭირდება წარმატებული კონფლიქტის მოგვარების მაგალითები. ეს მაგალითი სჭირდება პოსტ-საბჭოთა რეგიონს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეს, განსაკუთრებით კავკასიის რეგიონს, სადაც გადაუჭრელი კონფლიქტებია და შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი რისკები. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამგვარი მაგალითის გამტკიცებისთვის და გამოვიყენოთ უკვე გამოცდილი სამშვიდობო რესურსები. ამიტომ, მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რასაც დღეს მსოფლიო, კერძოდ ევროპა და ჩვენი რეგიონი აწყდება - აუცილებელია კონფლიქტის მოგვარების მდგრადი და სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერის გაგრძელება“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, მაშინ როცა ამ რეგიონების რუსიფიკაციისა და რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის დინამიკა მაღალია დროის დაკარგვა არ შეიძლება.

„ამაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში გაცოცხლებული სპეკულაციები სამხრეთ ოსეთში ე.წ, „რეფერენდუმის“ ჩატარების და რუსეთთან მიერთების თაობაზე, რასაც აშკარად მორიგი პროვოკაციის ხასიათი აქვს“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის დროს.

სახელმწიფო მინისტრმა აქვე მადლობა გადაუხადა EUMM-ს არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის.

„მნიშვნელოვანია თქვენს მიერ ჩვენი ჩართულობის პოლიტიკის მხარდაჭერა.ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, რომელიც 2008 წლის შემდგომ ერთადერთი საერთაშორისო აქტიორია ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო მისიას დღემდე არ ეძლევა საშუალება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს შესვლის და, შესაბამისად, მანდატის სრულყოფილად განხორციელების, მისია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ფაქტორია. მანდატის სრულად განხორციელება კი ჩვენს საერთო დღის წესრიგში რჩება და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების მთავარი კომპონენტია“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა 25-26 აპრილს გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42