თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები განათლების მინისტრს , თამარ სანიკიძეს შეხვდებიან.
შეხვედრის თემა, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებია, რომელიც თვთმმართველობის რეფორმირებასაც გულისხმობს.
თვითმმართველობის წევრები არ იზიარებენ მოსაზრებას მისი გაუქმების შესახებ, და აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებში სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც უნდა ჩერთონ.
„ მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც უნდა ჩაერთონ. ჩვენ არ ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომ თვითმმართველობა მახინჯი ფორმით არსებობს. ეს ინსტიტუცია დღევანდელ დღეს არის მაქსიმალურად დემოკრატიული, დეპოლიტიზირებული და დამოუკიდებელი და ეს საჭიროა, რომ შენარჩუნდეს“ - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ შალვა საბაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






