ხმაური აჭარის უმაღლეს საბჭოში - კვორუმის არარსებობს გამო სხდომა მეხუთედ ჩაიშალა
პოლიტიკა - 12:45, 27 Apr, 2016     952
აჭარის უმაღლეს საბჭოში კვორუმის არარსებობს გამო სხდომა მეხუთედ ჩაიშალა.

დეპუტატებს აჭარის მთავრობის ანგარიშისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა ანგარიშის მოსმენის მეორე მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა.

ოპოზიციამ რეგისტრაციაზე უარი განაცხადა, რადგან ანგარიშის მოსმენას აჭარის ფინანსთა მინისტრისგან მოითხოდა, სხდომაზე მისი მოადგილე გამოცხადდა.

არშემდგარი სხდომა დეპუტატ მედეა ვასაძესა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი შელაპარაკების მიზეზი გახდა.

„ოპოზიციას აქვს ბოიკოტის უფლება, მაგრამ არაფერს ემსახურება ეს, გარდა იმისა, რომ თქვან, აი, რა მაგრები ვართო. ბავშვობაა ეს და არა დეპუტატობა. არც განსაკუთრებული პრობლემა იქმნება ამით. ივნისში პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ ბიუჯეტის შესრულებას“. - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ჩიტიშვილმა.

უმსაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის განცხადებით, ავთანდილ ბერიძის უპირველესი დანიშნულებაა სხდომის ჩატარება და და არა იმის გარკვევა, ვინ „ნაციონალია“ და ვინ სხვა პარტიის წარმომადგენელი.

„როდესაც თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას, რომ ჩვენ ვიღაცაზე ან რაღაცაზე მიტმასნილი ადამიანები ვართ, მე ვამბობ, რომ ესენი არიან ხელისუფლების ნარჩენები. ავთანდილ ბერიძის უპირველესი დანიშნულებაა სხდომის ჩატარება და ნუ ითვლის თითებზე, ვინ „ნაციონალია“, ვინ მიტმასნილია და ვინ მოტმასნილი. არ უნდა სხდომის ჩატარება, უხარია, კარგ ხასიათზეა, ხტუნავს კაცი ზამბარასავით, რომ სხდომა არ შედგა“, - აღნიშნა მედეა ვასაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42