„თავისუფალი დემოკრატბის“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით საზოგადოების ჩართულობა რუსთავი 2-ის პროცესებში არ მისცემს ურთმელიძისა და მურუსიძის სასამართლოს უფლებას, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ტელევიზიას ზიანი მიადგეს. ამის შესახებ პეტრიაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა:
„მინდა იმედი გამოვთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის, საქართველოს საზოგადოების, თითოეული ჩვენთაგანის ამ პროცესში ჩართულობა საბოლოო ჯამში არჩევნების წინ ეს ოდენ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორიცაა ტელევიზია, დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან, ურთმელიძისა და მურუსიძის სასამართლო ვერ მიაყენებს ზიანს და არ მოხდება მისი მიტაცება. თუმცა, დაჩქარებული ტემპებით საქმის განხილვა კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ ხელისუფელბას აქვს განზრახვა გააჩუმოს რუსთავი 2“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






