საქართველო პრესის თავისუფლების კუთხით "ნაწილობრივ თავისუფალ" ქვეყნებს შორისაა - freedom house
პოლიტიკა - 11:32, 27 Apr, 2016     1491
freedom house-მა მსოფლიოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო 199 ქვეყანას შორის საქართველო 96 ადგილზეა და ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგშია. ანგარიშის თანახმად ყველაზე თავისუფალი პრესა ნორვეგიაშია. ანგარიშში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 100 ქულაა, ნორვეგია 9 ქულით პირველ ადგილზეა. ბოლო ადგილზე კი 96 ქულით ჩრდილოეთ კორეაა. საქართველოს მაჩვენებელი კი 49 ქულას შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე ერთი ქულით მეტია და გაუარესებას მიანიშნებს.

ანგარიშში საუბარია პრესასთან დაკავშირებით საკანონმდებლო გარემოზე, ამ მხრივ ყველაზე კარგი მაჩვენებელი ანდორას და ლიხტენშტეინს აქვთ. 30 ქულიდან მათ მხოლოს 1 ქულა აქვთ, საქართველოს მაჩვენებელი 13 ქულაა. ყველაზე უარესი მდგომარეობა ამ მხრივაც ჩრდილოეთ კორეაშია, ამ ქვეყანას 30 ქულა აქვს.

პოლიტიკური გარემო პრესისთვის ყველაზე კარგი ნორვეგიაშია, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქ 40 ქულაა, ნორვეგიას კი მხოლოდ 3 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. საქართველოს 20 ქულა, ამ კატეგორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 40 ქულა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე სახელმწიფოს ერიტრეას აქვს.

პრესისთვის შექმნილ ეკონომიკურ გარემოში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 30 ქულაა, ამ მხრივ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ყაზახეთს აქვს, ყველაზე კარგი მაჩვენებელი კი კვლავ ნორვეგიას 4 ქულა. საქართველოს ამ კატეგორიაში 16 ქულა აქვს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანგარიშის მიხედვით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით) ყველაზე კარგი მაჩვენებელი საქართველოს აქვს , ყველაზე უარესი კი თურქმენეთს.

საქართველოში 2016 წელს პრესის და სიტყვის თავისუფლება ნაწილობრივ თავისუფლად არის შეფასებული. ინტერნეტის თავისუფლება კი 2015 წლის მონაცემებით თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში გადის.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42