ქობულეთის მაცხოვრებლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მოვლენები არასწორი მიმართულებით ვითარდება და მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევენ - კვლევა
პოლიტიკა - 11:02, 27 Apr, 2016     2059
სოციოლოგიური ჯგუფის ”აცეტე“-ს მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგად გაირკვა ადგილობრივი მოსახლეოების მოლოდინი და განწყობა ქვეყნის მთავარი პრობლემების მიმართ და მოსახლოების მატერიალური მდგომარეობის მიმართ, რაც დღეს არსებობს.

ქობულეთის მაცხოვრებლების უმრავლესობას (59 %) მიაჩნია, რომ ქვეყანაში მოვლენები არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხვის მონაცემებით ქობულეთის მაცხოვრებლების მხოლოდ 7 % (მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებში - 10 %) გამოთქვეს მოსაზრება, რომ ქვეყანაში მოვლენები ვითარდება ცალსახად სწორი მიმათულებით, 12 %-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა. რესპონდენტების კიდევ 22 % მიაჩნია, რომ ქვეყანაში სიტუაცია, ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. ამასთან ერთად, ქობულეთის მაცხოვრებლების 38 % მიაჩნია, რომ ბოლო დროს ქვეყანა ვითარდება, ძირითადად არასწორი მიმართულებით, 21 % - ცალსახად არასწორი მიმართულებით. მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებში შედეგმა შეადგინა 35 % და 26 % შესაბამისად.

გამოკითხულ რესპონდენტთა მესამედს (33 %) მიაჩნია, რომ მათი ოჯახების მატერიალური მდგომარეობა უახლოეს ერთ წელიწადში არ შეიცვლება. მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია - 43 %. გარდა ამისა, 8 % შეადგენს იმათ რიცხვს, ვინც ელოდება, რომ მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა მეტნაკლებად გაუარესდება. კიდევ 4 % თავისი კეთილდღეობის მკვეთრ გაუარესებას ელოდება (6 % - სხვა დასახლებულ პუნქტებსი).

ქობულეთში რესპონდენტების წილმა, ვინც უახლოეს ერთ წელიწადში მატერიალური მგომარეობის მეტნაკლებად გაუმჯობესებას ელოდება, შეადგინა 29 %, გაცილებით გაუმჯობესებას - 4 %. კიდევ 22 % გაუჭირდა პასუხის გაცემა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების 70 % მიაჩნია, რომ დასაქმება და უმუშევრობა ქვეყნის საკვანძო პრობლემებია.

გამოკითხვის დროს რესპონდენტები სხვა ეკონომიკურ პრობლემებსაც ასახელებდნენ. კერძოდ, ფასების ზრდა ქობულეთის მაცხოვრებლების 17 % აღნიშნა და მიმდებარე სოფლებში 23 %. ინფლაციის საკითხებს - 16 % და 10 % შესაბამისად. დაბალი ხელფასები და სიღარიბე - რესპონდენტბის 9 % და 6 %. ასევე, სხვა დანარჩენთან, ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიხსენა ისეთი საკვანძო პრობლემებიც ქვეყანაში, როგორიცაა პენსიები - 6 %, ჯანდაცვა - 5 %, ტერიტორიული მთლიანობის საკითები (2 %) და მათთან დაკავშირებული ურთიერთობა რუსეთთან (8 %).

ასევე ცნობილი გახდა, რომ ქობულეთის მოსახლეობის სამი მეოთხედი (75 %) ინტერნეტს იყენებს. მათგან ყოველდღიურად ინფორმაციას იღებენ ქსელიდან - 86 %, კვირაში 2-3-ჯერ - 8 %, კვირაში ერთხელ - 4 %. ქობულეთში გამოკითხულთა 78 % უპასუხეს, რომ იყენებენ სოციალურ ქსელს ფეისბუკს, მათგან ყოველდღიურად 88 %. მუნიციპალიტეტში ფეისბუქის მომხმარებელთა რაოდენობა შეადგენს 75 %, მათგან ყოველდღიურად - 71 %.

ტელეარხებიდან ყველაზე ხშირად უყურებენ ”რუსთავი 2” –ს (37 % ქალაქში) და 46 % სხვა დასახლებულ პუნქტებში. მეორე ადგილზეა ”იმედი” – 30% და 34 % შესაბამისად. მესამე ადგილი აქვს ”მაესტროს” – 6 % და 7 %. რუსეთის არხებს ქობულეთში უყურებს გამოკითხულთა 18 %. დანარჩენი ტელევიზიების წილი შეადგენს 5 % ნაკლებს.

კვლევა ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2016 წლის მარტში. გამოკითხვის მეთოდი - პირადი ინტერვიუ. სულ გამოკითხული იყო 1000 მაცხოვრებელი. შერჩევის ბაზისთვის გამოყენებული იყო განახლებული საარჩევნო სიები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42