ქობულეთელები უმეტესად ენდობიან პარტიის ”ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერს ლეონიდ ჩერნოვეცკის, ბევრი კი მას მომავალ პრეზიდენტად მიიჩნევს - კვლევა
პოლიტიკა - 10:41, 27 Apr, 2016     5612
საკმაოდ საინტერესო შედეგი, წინასაარჩევნო კვლევის ფარგლებში, რომელიც ჩაატარა სოციოლოგიურმა კომპანია ”აცეტე”-მ, გამოვლინდა პრეზიდენტობის შესახებ კითხვასთან დაკავშირებით, დღეს რომ ჩატარებულიყო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, მოქმედი პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი მიიღებდა ხმების 14 % ქობულეთში და 10 % - მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებში. მეორე ადგილზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში არის პარტია ”ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი - 13% და 6% ამომრჩევლების შესაბამისად. საქართველოს ექს-პრეზიდენტს მზად არის მხარი დაუჭიროს ქობულეთის ამომრჩევლების 10 % (22 % - სხვა დასახლებულ პუნქტებში). ირაკლი ალასანიას მზად არის მისცეს ხმა ამომრჩევლების 9 %. ბ. ივანიშვილის მხარდაჭერა შეადგენს 9 % და 8 % შესაბამისად. გ. კვირიკაშვილი მიიღებდა ხმების 8 % და 7 %.

როგორც კვლევის ანალიზის შედეგად ჩანს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მხრიდან დიდი ინტერესი და ნდობის მაღალი დონე არსებობს ახალი პოლიტიკური ლიდერის - ლეონიდ ჩერნოვეცკის მიმართ და იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მზად არის მხარი დაუჭიროს მოძრაობას ”ბედნიერი საქართველოსთვის” ქობულეთის მოსახლეობის 52 % და მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებული პუნქტის 36 %. პოლიტიკური მოძრაობის წარმატებას ელოდება გამოკითხულთა 50 % და 36 % შესაბამისად.

ქობულეთის გამოკითხულ მაცხოვრებელთა 78 % დადებითად არიან განწყობილი პარტია ”ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერის მიმართ. ლეონიდ ჩერნოვეცკის, რომელის ხელმძღვანელობს მოძრაობას ”ბედნიერი საქართველოსთვის” უფრო ენდობა გამოკითხულთა 51 %, მთლიანად ენდობა - 27 %, არ ენდობა - 21 %. გამოკითხულთა მხოლოდ 1 % არ იცნობს ლეონიდ ჩერნოვეცკის.

ჩერნოვეცკის და მისი მოძრაობის ”ბედნიერი საქართველოსთვის” მხარდაჭერის სწრაფ ზრდას, რომელმაც უკვე გაუსწრო ბევრ ძველ საპარლამენტო პარტიას, სოციოლოგები ხსნიან ხარისხობრივად კარგი ახალი პოლიტიკური ძალების მოთხოვნილებით. ახალი პარტიის იდეებმა და ინიციატივებმა უკვე მოიპოვეს გამოხმაურება ამომრჩეველთა შორის, რითიც აიხსნება ასეთი შედეგი და პარტიის ”ბედნიერი საქართველოსთვის” და მისი ლიდერის რეიტინგის მუდმივი ზრდის ტენდენცია. ასევე, კვლევის თანახმად, ქობულეთის გამოკითხული მაცხოვრებლების 40% და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლების 43% მზად არის ხმა მისცეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე იმ კანდიდატებს, რომლებიც თავის საქმიანობაში წარმატებელები არიან და შეუძლიათ გახდნენ წარმატებული დეპუტატები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42