კითხვაზე როდის შეიძლება ვიზალიბერალიზაციის პროცედურები დასრულდეს, საბანაძე აცხადებს, რომ თარიღების დასახელებისგან თავის შეკავება უმჯობესი იქნება.
"ევროკავშირის ასოციცირების საპარლამენტო კომიტეტმა თავისი რეკომენდაცია დააფიქსირა. ჩვენი სურვილია, ეს პროცესი ზაფხულში დასრულდეს. ეს არის რა თქმა უნდა, ჩვენი საუკეთესო სცენარის ვარიანტი" - აღნიშნა საბანაძემ.
რაც შეეხება უშიალოდ ვიზალიბერალიზაციის საკითხს, ნატალია საბანაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი მხარს უჭრეს ამ პროცესს.
"მან თქვა, რომ მთლიანად მხარს უჭერს ევროკომისიის დასკვნას და რეალურ პრობლემებს ვერ ხედავს ვიზალიბერალიზაციის მხრითაც. ეს იყო მისი პირველადი შეფასება"- აღნიშნა მან.
საბინაძის განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი იქნება პოლიტიკურ ჯგუფების დისკუსია ვიზალიბერალიზაციის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






