„ევროპის სახალხო პარტია“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გაითვალისწინოს, აკმაყოფილებს თუ არა ქვეყანა ევროპულ დმეოკრატიულ სტანდარტებს.
„საქართველოში არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი, არ უნდ იყვნენ პოლიტპატიმრები, უნდა დაკმაყოფილდეს მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დმოუკდებლობის სტანდარტები, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსი, პრინციპულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება”, - განაცხადეს “ევროპის სახალხო პარტიის” ვიცეპრეზიდენტმა საგარეო საკითხებში იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და სომხეთთან,აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ურთერთობებში ევროპარლამენტის დელეგაციის წევრმა და საქართველოს საკითხეს მომხსენებელმა იარომირ შტეტინამ.
სარიუშ-ვოლსკის განცხადებით, „ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმის, თუმცა საქართველო, როგორც სახელმწიფო, კვლავ არღვევს დემოკრატიულ სტანდარტებს.
„როდესაც საქართველოს ხელისუფლება გაათავსუფლებს პოლიტპარიმებს, შეწყვეტს ზეწოლას თავისუფალ მედიაზე, განსაკუთრებით რუსთავი 2-ზე, და საკონსტიტუციო სასამართლოს, ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი უვიზო რეჟიმის მინიჭება“- ამბობს ის.
მასალის გამოყენების პირობები






