ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა დასკვნითი განცხადება და რეკომენდაციები მიიღო
პოლიტიკა - 19:30, 26 Apr, 2016     1391
ბრიუსელში, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა, ევროპარლამენტის მხრიდან საჯად კარიმისა და საქართველოს პარლამენტის მხრიდან ზვიად კვაჭანტირაძის თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

„რთული პოლიტიკური ვითარებების მიუხედავად, საქართველომ მიაღწია ევროკავშირთან მიერთების მნიშვნელოვნად მაღალ დონეს და ეს ასოცირება გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ და დემოკრატიულად გამოხატულ ნებას. ევრო-ატლანტიკური არჩევანს სრულად უჭერს მხარს ჩემი ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალა. ის აერთიანებს პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვან უმრავლესობას. ახლახან მიღებული ოპერატიული საპარლამენტო რეზოლუცია, რომელიც უვიზო მიმოსვლის შესახებ მიმართავდა ევროპარლამენტს, ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის ირგვლივ ყველა მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეთა შორის თანამშრომლობის კარგი ნიშანი აღმოჩნდა“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მისი თქმით, არსებული და მზარდი საგარეო ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ მეტად უნდა გავაძლიეროთ რეფორმების გატარების მიმართულებით ძალისხმევა და ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის მაქსიმალური რესურსი უნდა გამოვიყენოთ. ბევრი უნდა ვიმუშაოთ ასოცირების შეთანხმების წარმატებით განსახორციელებლად, რათა შედეგად მივიღოთ მეტი სამუშაო ადგილები, ექსპორტის გაზრდა, სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება და მეტი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში.

ზვიად კვაჭანტირაძემ ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„დავიწყეთ ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელების რთული პროცესი. საქართველოს აქვს ამბიცია ევროპული ინტეგრაციის პროცესის ტრანსფორმაციული ძალის გამოყენებით რეგიონში იყოს წარმატების მაგალითი. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოება არ არის მარტივი ამოცანა არც საქართველოს მთავრობისათვის და არც კერძო სექტორისთვის. მთავრობა ითვალისწინებს შესაბამის ქმედებებს კერძო სექტორის დასახმარებლად ამ ცვლილებებთან ადაპტაციისთვის. დღეს, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი. ევროკავშირთან დაახლოებისა და დემოკრატიის კუთხით საქართველოს წარმატების მიუხედავად, ევროკავშირის მხრიდან ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა და სტიმული“, - განაცხადა კომიტეტის თანათავმჯდომარემ. ზვიად კვაჭანტირაძემ ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით წარმატებით შესრულებულ ვალდებულებებზე ისაუბრა. „ჩვენ სრულად გვესმის ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევები აფრიკასა და შუა აღმოსავლეთიდან მიგრანტებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ნამდვილად გვჯერა, რომ ეს ვითარება ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს ევროკავშირი-საქართველოს სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულებაზე. განსაკუთრებით დღეს გვჭირდება რეფორმების განხორციელებისთვის ჩვენი დაუღალავი ძალისხმევების მტკიცე მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროპარლამენტის გადაწყვეტილება შენგენის ზონის განახლებული რეგულაციის მიღებაზე დასრულდება უახლოეს შესაძლო ვადებში“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. თავისი გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ურთიერთკავშირების გაძლიერება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ენერგო უსაფრთხოების და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობა არის სტრატეგიული მნიშვნელობის, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის. ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, პრიორიტეტულია აღმოსავლეთთან პარტნიორობის გაღრმავება, რომელიც რუსეთის მზარდ პროპაგანდას დაუპირისპირდება. მან დადებითად შეაფასა

აღმოსავლური პარტნიორობის ფორმატში 6 ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა , უკრაინა, ბელორუსია) თანამშრომლობა.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მნიშვნელოვანია იმის გამყარება, რაც უკვე მიღწეულ იქნა, რათა გარანტირებულ იქნეს დემოკრატიულ ინსტიტუტთა სრულყოფილი ფუნქციონირება, სანამ ქვეყანა სარგებლობს პლურალისტული პოლიტიკური და მედია ლანდშაფტით. ესაა აუცილებელი კომპონენტი ქართული დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული არჩევანისთვის“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს მათ მიერ განხორციელებული ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავებისა და გაძლიერებისკენ იყო მიმართული.

კომიტეტმა საქართველოს მთავრობის სახელით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძეს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, ასევე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის და ევროკომისიის მხრიდან იაროშევიჩს და ბუსკეს მოუსმინა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე ურთიერთობების განხილვის შემდგომ, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი დასკვნით განცხადებაზე და რეკომენდაციებზე შეთანხმდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42