"მონიტორინგის წინააღმდეგი, მგონი არავინ არ შეიძლება, იყოს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბევრი ადამიანი მოვიწვიოთ საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლად, რათა არჩევნებმა უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩაიაროს. რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას, მე, როგორც მაჟორიტარი, ვგულშემატკივრობ მაჟორიტარულ სისტემას, მაგრამ ვფიქრობ, რომ დემოკრატიის განვითარებისთვის ამ ეტაპზე უმჯობესია, თუკი პროპორციული სიით ჩავატარებთ არჩევნებს,“ - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
ცნობისთვის, საარჩევნო საკითხზებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებას ითხოვს.
მათთვის საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორებისათვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის 2020 წლისათვის გადადება მიუღებელია. ინტერპარტიულ ჯგუფში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ დასახელებული არგუმენტები არადამაჯერებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ოპოზიციას სხვა ვარიანიტიც აქვს, რომელიც ცნობილია, როგორც ე.წ გერმანული მოდელი.
ცნობისთვის გერმანული მოდელის მიხედვით, არჩევნები ორივე სისტემით ტარდება, თუმცა მანდატების განაწილება პროპორციულად მიღებული ხმების შესაბამისად ხდება:
მასალის გამოყენების პირობები






