"ქართული ოცნების" ზოგიერთი არც თუ ნორჩი ლენინელი და სტალინელი გვიქმნის პრობლემას - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 18:46, 26 Apr, 2016     1830
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. მისი თქმით ოფიციალურ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა ვიზალიბერალიზაციაა.

"საქართველოს მთავარობამ, პარლამენტმა ყველაფერი გააკეთა, ახლა ჯერი ევროკომისიაზეა. რაც შეეხება უშუალოდ პროცესს იგი მიმდინარეობს კარგად თუმცა არის სამი მცირე პრობლემა. რომელსაც გათვალისწინება სჭირდება. პირველი არის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც შექმნილია რეგიონში და ზოგადად ევროპაში და ის კრიზისი გამოწვეულია არა საქართველოს ,მიერ რა თქმა უნდა ახდენს გავლენას მიმდინარე პროცესებზე მაგრამ ეს გავლენა შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ დროზე და არა შინაარსზე. მეორე პრობლემა რაც გვაქვს ეს არის ყოფილი ხელისუფლების, სააკაშვილის გუნდის ერთი ნაწილის მცდელობა, რომ ევროპარლამენტში, კერძოდ სახალხო პარტიის ერთ ნაწილთან ჰქონდეთ იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. მესამე მცირე პრობლემა ჩვენ გვაქვს არის ის რომ "ქართული ოცნების" ზოგიერთი არც თუ ნორჩი ლენინელი და სტალინელი მართლა გვიქმნის პრობლემას, იმიტომ რომ ბევრი მათი განცხადებები გვხვდება აქ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება. ჩვენი ამოცანაა ამ მცირე საკითხს სათანადოდ გაუმკლავდეთ" - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ამ პრობლემების მოსაგვარებლად კიდევ მეტია გასაკეთებლი.

„მეტია გასაკეთებელი, რომ აქ ყველამ მკაფიოდ დაინახოს, არცნთუ ნორჩი ლენინელ - სტალინელების განცხადებები, ეს არის მათი ინდივიდუალური მოსაზრებები და არ გამოხატავს პარტია ქართული ოცნების, თუ სახელისუფლო პარტიის მოსაზრებებს.

ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებთან, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელთან, "სახალხო პარტიის" წარმომადგენელთან ბატონ ბროკთან, რომელმაც სრულიად ცალსახად განაცხადა, რომ იგი არანაირ სხვა საკითხს არ უკავშირებს ვიზალიბერალიზაციის პროცესს და პირადად მთხოვა, რომ თუ რაიმე პრობლემები გაჩნდება, შევატყობინოთ. მას აქვს გარკვეული მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინირაე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ ის არაფერს არ უკავშირებს ვიზალიბერალიზაციის თემას. განსხვავებით“ ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერი „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთი ნაწილისგან"- განმარტა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42