შეტევის მეორე ტალღა რუსთავი 2 - ის წინააღმდეგ - გავლენიან ტელეკომპანიასთან ბრძოლა არჩევნების წინ
პოლიტიკა - 18:15, 26 Apr, 2016     2146
თბილისის სააპელაციო სასამართლო რუსთავი 2-ის საქმის განხილვას ხვალიდან განაახლებს.

არხის იურისტებს და ჟურნალისტებს საქმის რეკორდულად სწრაფი ტემპით განხილვა კითხვებს უჩენს.

ისინი ინტერესდებიან, რატომ შეცვალა სააპელაციო სასამართლომ სამჯერ იმ მოსამართლეთა ჯგუფი, ვინც არხის საქმეს განიხილავს.

ადვოკატები აცხადებენ, რომ სააპელაციო სასამართლო, პირველი ინსტანციის მსგავსად ცდილობს, რუსთავი 2-ის მეპატრონედ ქიბარ ხალვაში აღიაროს, რაც ავტომატურად ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ მას თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2 მის მფლობელებს ჩამოართვა და ქიბარ ხალვაშს გადასცა, შესაბამისად რუსთავი 2-ის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.

სააპელაციოს მოსამართლეთა კოლეგიამ მოსამართლეებმა ნატა ნაზღაიძემ, გიორგი გოდერძიშვილმა და ქეთევან მესხიშვილმა თამაზ ურთმელიძის დადებული ყადაღა ნაწილობრივ გააუქმეს. ამის შემდეგ უკვე მთავარი საჩივრის განხილვა დაიწყო და შესაბამისად როგორც წესი ეს საჩივარიც უნდა განეხილა ამ კოლეგიას, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქმე რატომღაც სხვა კოლეგიას ლილი ტყემალაძეს ხათუნა არევაძეს და ვანო წიკლაურს დააწერა.

თუმცა მალევე სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ს აცნობა, რომ მოსამართლეთა ეს კოლეგიაც იცვლებოდა და სხვა მოსამართლეები განიხილავენ ტელეკომპანიის საქმეს და კოლეგიის თავმჯდომარე იქნებოდა იქნებოდა ნატა ნაზღაიძე, თუმცა სასამართლოში მისულ რუსთავი 2-ის იურისტებს სულ სხვა დახვათ, კოლეგიის შემადგენლობაში სააპელაციო სასამართლომ შეიყვანა ორი ახალი მოსამართლე. ნათია გუჯაბიძე-ის თამაზ ურთმელიძესთან ერთად არასამათვობორო ორგანიზაცია მოსამართლეთა ერთობის დამფუძნებელია და ყოფილი პროკურორი შორენა ყაველაშვილი.

ამ დროსითვის სწორედ ამ კოლეგიამ დაიწყო რუსთავის 2-ის საქმის განხილვა დაჩქარებული წესით.

ფაქტს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი რუსთავი 2 - ის წინააღმდეგ ხელისუფლების ბრძოლის მოორე ტალღად აფასებენ. მათი თქმით „ქართული ოცნების“ მთავარი საზრუნავი არჩევნებამდე კრიტიკული მედიის კიბეში ჩასმაა.

ტელეკომპანია „რუსთავ 2“-ის გენერალურ დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სასმართლო 2 სხდომაში აპირებს პროცესის დასრულებას.

„როგორც ჩანს დაავიწყდა სასამართლო ხელისუფლებას და ხელისუფლებას, რომ აქ ქვეყანაში ხალხი არსებობს და ამ არხის უკან ხალხი დგას. ბოლო კვლევების მიხედვით ეს არის ტელევიზია რომელსაც მოსახლეობის უდიდისი ნაწილი ენდობა. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩენ ვიწყებთ ძალიან დიდ მოძრაობას, რომ მოსამართლე ურთმელიძეს გადაეკეტოს ყველანაირი საშუალება ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში გავიდეს. ყველა მოსამართლე ვინც პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს იგივე ბედს გაიზიარება“- აცხადებს გვარამია.

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი2-ის განახლებული პროცესზე კომენტარი გააკეთეს სახელისუფლებო გუნდის წევრებმა.

მაგალითად დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ „რუსთავი2 ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ტრიბუნაა“.

"დღეს არის საუკეთესო საშუალება, რომ რუსთავი 2-მა თავი დაიხსნას ნაციონალური მოძრაობისაგან - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ნაციონალური მოძრაობა კი აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ინტერესია, რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეცვალონ“.

„რუსთავი 2-ში ისმის ხალხის ხმა, რუსთავი 2-ში მოდიან ადამიანები, ექსპერტები, პოლიტიკოსები და ვლაპარაკობთ იმ თემებზე, თუ როგორ მოვერიოთ იმ უამრავ პრობლემას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში დაგროვდა ეს კი ხელისუფლებას არ მოსწონს,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატების წევრი, დეპუტატი ზურაბ აბაშიძე, აცხადებს, რომ გამორიცხავს, რუსთავი2-თან დაკავშირებით წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლომ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოს.

„ეს იქნება საქართველოს დემოკრატიის კრახი და ეს სერიოზულად დააზიანებს საქართველოს იმიჯს. აქედან გამომდინარე, მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ უარყოფით გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების განცხადებით კი ხელისუფლების მხრიდან რუსთავი 2 - ის წიუნააღმდეგ დაწყებული ბრძოლა, საფრთხის ქვეშ აყენებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და ქვეყნის დასავლურ კურსსაც.

„პრემიერმინისტრი, რომელიც გამოვიდა ევროპის საბჭოში, მოიტყუა და ფაქტობრივად, ჩვენ ევროპელ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს და რუსთავი 2-თან არაფერი არ ხდება და ამ ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ შეტევის მეორე ტალღა წავიდა რუსთავი 2-ზე,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ეროვნულ -დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ხელისუფლება მედიასთან ბერძოლაში დამარცხდება.

ედპ-ს ლიდერს არ სჯერა რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო რუსთავი 2 - ის საქმეზე დამოუკიდებელ გადარწყვეტილებას კიიღებს.

რაც შეეხება ტელეკომპანიის მიმართ დაწყებულ შეევის ახალ ტალღას ქარდაა ხელისუფლების გაქატიურებას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.

„რუსთავი 2 თან დაკავშირებით პროცესების დაჩქარება ხესლიუფლებისთვის ძალიან დიდი რისკია. ნამდვილად არ მჯერა რომ აქ გადაწყვეტილებას საპელაციო სასამართლო იღებს. ეს ყველაფერი გადაწყდა ერთ ადგილას და გადაწყვიტა ქვეყბის რეალურმა მართველმა“- აღნიშნა ქარდავამ.

პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდმა რუსთავი 2-ის საქმეზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლების ცვლილებიდან რამდენიმე წელში თავისუფალი მედია ისევ საფრთხის ქვეშ დადგა.

„სამწუხაროდ, ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია“- მიიჩნევს ბურჭულაძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საგანგაშო გადაწყვეტილებები მიიღიო, რაც სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე მიანიშნებს, ამიტომაც ახალგაზრდა იურისტები საქმის მსვლელობას სააპელაციო სასამართლოშიც მიადევნებენ თვალყურს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42