საჯარო მოხელის ბოდიში და 100 ლარის გამო გარდაცვლილი 46 წლის სოციალურად დაუცველი - დეტალები გურჯაანიდან
პოლიტიკა - 14:40, 26 Apr, 2016     8484
100 ლარის გამო გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ 46 წლის ეკატერინე პეტრიაშვილი გარდაიცვალა.

მარტოხელა ქალბატონი გურჯაანის გამგეობაში, მედიკამენტების შესაძენად აუცილებელი თანხის გამოყოფის სათხოვნელად, სოციალური სამსახურის სპეციალისტთან იყო მისული.

მანანა ჯანჯიბუხაშვილთან კონფლიქტის შემდეგ, კი ქალბატონმა ინფარქტი მიიღო და საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

საზოგადოების ნაწილი და გარდაცვლილის ოჯახის წევრები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტის დასჯას ითხოვენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მიმდინარე წლის 21 აპრილს მოხდა. ჯანჯიბუხაშვილმა მოქალაქეს ჯერ სამუშაო ოთახში, შემდეგ კი გამგეობის კორიდორში უყვირა და "მათხოვარი" უწოდა.

როგორც პეტრიაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, ქალბატონს ერთჯერადი სახით გამოყოფილი 100 ლარი ღვიძლის სამკურნალოდ სჭირდებოდა, თუმცა, სოციალური სამსახურის თანამშრომელი მას მხოლოდ 70 ლარს სთავაზობდა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.

როგორც „ნიუპოსტმა“ გაარკვია, მომხდართან დაკავშირებით, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ მოკვლევა დაიწყო.

დაიკითხა ინცინდენტში მონაწილე მანანა ჯანჯიბუხაშვილიც.

მოკვლევის შედეგებს ელოდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელიც. „ნიუპოსტმა“ მისი კომენტარის ჩაწერა, სცადა თუმცა, გია გერგიძეს პრესსამსახურმა გვითხრა, რომ ოფიციალური განცხადება მას შემდეგ გაკეთდება, რაც შიდა მოკვლევა დასრულდება.

„მანანა ჯანჯიბუხაშვილის საკითხი გადაწყდება, მოკვლევის დასრულების შემდეგ, მომხდართან დაკავშირებით სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ“- გვითხრეს გამგებლის მისაღებში.

ვიდრე მანანა ჯანჯიბუხაშვილის მომავალი გაირკვევა „ნიუპოსტი“ მას მომხადრის დეტალებზე ესაუბრა.

როგორც აღმოჩნდა გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტი მისი ღირსების შელახვისთვის ჟურნალისტის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.

მანანა ჯანჯიბუხაშვილი: ვიდრე უშუალოდ 21 აპრილს მომხდარის შესახებ დავიწყებ საუბარს, მინდა თქვენი სააგენტოს საშუალებით ერთი განცხადების გაკეთება. აუცილებლად შევიტან სარჩელს მთავარ პროკურატურაში „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელის გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ. მან ეს არც თუ ისე სახუმარო შემთხვევა, ჩემთან დაკავშირების გარეშე, მისთვის სასურველი ვერსიით გადასცა საქართველოს მოსახლეობას. „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ მასალაში წერია, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, თურმე ვერ დამიკავშირდნენ, სინამდვილეში ჩემს პირად ნომერზე ბატონი გელასგან განხორციელებული ზარი არ ფიქსირდება - ეს ერთი-ერთი სიცრუეა იმ ბევრი სიცრუედან, რომელსაც ეს გამოცემა თავის მასალაში წერს.

- რა მოხდა 21 აპრილს, მოგვიყევით თქვენი ვერსია, ფაქტია რომ თქვენთან კამათის შემდეგ 46 წლის ქალი გარდაიცვალა...

- ეკატერინე პეტრიაშვილი ნამდვილად იმყოფებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საგარანტიო ბარათის წასაღებად. აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩემს კომპეტენციაში არ შედის არც საგარანტიო ბარათების მომზადება და არც მის გაცემაზე ვარ პასუხისმგებელი. უბრალოდ მე და პეტრიაშვილი ერთი სოფლიდან ვართ. ქალბატონი ეკატერინე პეტრიაშვილი ჩვენივე განყოფილებაში, მეზობელ ოთახში იყო შესული, რომ დამინახა მითხრა, რომ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნათია გიორგაძე დაპირდა 100 ლარიან დახმარებას. მთხოვა რომ გადამეტანა მისთვის საგარანტიო ფურცელი სოფელში, მე იქვე ვუთხრი, რომ ამის გაკეთებას ვერ შევძლებდი, რადგან არ გადავდიოდი სოფელში. როცა ქალბატონმა ეკატერინემ გაიგო, რომ 100 ლარის ნაცვლად მას ეძლეოდა 70 ლარი, გაბრაზდა და მრავალჯერ მთხოვდა ეს თანხა შემეხსენებინა ჩემი უფროსისთვის.

- არსებობს ფარული ჩანაწერი, სადაც თქვენ პეტრიაშვილს ხმამაღლა ესაუბრებით...

- ჩანაწერში ხმა ჩემი ნამდვილად არ არის. სიტყვების ავთენტურობას კი ნამდვილად ვადასტურებ... კი იყო ხმამაღალი საუბარი, რისთვისაც მოვიხადე ბოდიში და კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს. იმ ჩანაწერში თქვენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ვერ იპოვით...

- ეს თანხა გარდაცვლილს წამლისთვის უნდოდა, ფაქტია, რომ შემთხვევა ფატალურად დასრულდა...

- სწორედ მაგას ვამბობ, მედიკამენტებისთვის მოქალაქეთა დაფინანსება მე არ მეხება. ჩემი მოვალეობაა ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა. მე არ მევალებოდა მის კითხვებზე პასუხის გაცემა... მე კატეგორიულ უარს არ ვეუბნებოდი დახმარებაზე, იქვე იყო განყოფილების უფროსი, რომელიც ამ დავაში რატომღაც არ ჩაერია, არა და ის საკითხი რაზეც ქალბატონი ეკატერინე იყო მოსული სწორედ ამ განყოფილების ხელმძღვანელს ეხებოდა... სწორედ ამას ვუხსნიდი ქალბატონს...

- საჯარო მოხელეს თმენის ვალდებულება აქვს ქალბატონო მანანა...

- მე ბოდიშს ვიხდი ჩემი ხმამაღალი ტონისთვის...

- მომხდარზე მოკვლევა დაიწყო, თუ ხართ მზად ნებისმიერი სცენარისთვის და აქვე მაინტერესებს თუ გრძნობთ მორალურ პასუხისმგებლობას გარდაცვლილისა და მისი ოჯახის წინაშე?

- გარდაცვლილის ოჯახის წევრების წინაშე ბოდიშს ვიხდი! ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ჩემი დანაშაული უნდა დაადგინონ სამართალდამცავებმა. როცა გამოიკვეთება ჩემი ბრალეულობა ამ ქალბატონის გარდაცვალებაში, მაშინ ვისაუბროთ ამ საკითხზე. მე ვარ ადამიანი ვისაც უყვარს სიმართლე და ადამიანობა. ფაქტია, რომ თქვენმა კოლეგამ ჩემთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვია.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42