"არასოდეს გავუკონტროლებივარ ივანიშვილს და ასევე არ მაქვს მასთან არანაირი კომუნიკაცია"- მარგველაშვილი
პოლიტიკა - 13:47, 26 Apr, 2016     2140
როგორ აფასებს გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილს და მის ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა France 24-ის ეთერში ისაუბრა.

რობერტ პარსონსი

ერთერთი ყველაზე დიდი კრიტიკა ქართველების მხრიდან, მაგრამ ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ არის, რომ ქვეყანას რეალურად მართავს პიროვნება, რომელიც არ არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, საუბარია ქართველ მილიარდერზე ბატონ ბიძინა ივანიშვილზე. ეს სიმართლეა? პატარა ქვეყანა, რომელიც ვითარდება როგორც დემოკრატია, აშკარად კონტროლდება იმ კაცის მიერ, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს მიღმაა, ეს სწორია?

გიორგი მარგველაშვლი

შემიძლია გითხრათ , რომ მე პირადად არასოდეს გავუკონტროლებივარ ივანიშვილს და ასევე არ მაქვს მასთან არანაირი კომუნიკაცია...

რობერტ პარსონსი

მაგრამ, ამის შედეგად, მან თქვენ ცხოვრება საკმაოდ გაგირთულათ...

გიორგი მარგველაშვლი

ჩემი ცხოვრება რთულია ბოლო 47 წელია, ასე რომ, ამას არაუშავს. მე არასოდეს მქონია რაიმე საკითხზე ძალდატანება ბატონი ივანიშვილის მიერ. როგორც ჩანს, ის აქტიურია პოლიტიკურ ძალასთან (იგულისხმება „ქართული ოცნება“) ურთიერთობაში და ხანდახან განიხილავს საკითხებს მათთან ერთად...

რობერტ პარსონსი

როგორ ფიქრობთ, ეს კარგია საქართველოსთვის?

გიორგი მარგველაშვლი

ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ის საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ეს ყოველივე არის თავისუფლების ნაწილი, რადგან მას ენდომება თუ სხვა ადამიანებს კომუნიკაცია მასთან, ეს თავისუფლებისა და დემოკრატიის ნაწილია. ვერ აუკრძალავ ვერცერთ პიროვნებას ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ძალიან გავლენიანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42