"რუსთავი2"-ის საქმეზე “პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი“ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 12:55, 26 Apr, 2016     2253
ტელეკომპანია "რუსთავის2"-ის საქმესთან მიმართებით წარმოებულ სასამართლო პროცესებს “პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი“ განცხადებით ეხმაურება, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"ხელისუფლების ცვლილებიდან რამდენიმე წელში თავისუფალი მედია ისევ საფრთხის ქვეშ დადგა. “პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი“ ყურადღებით აკვირდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან მიმართებით წარმოებულ პროცესებს და სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობას. სამწუხაროდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოთქვამს შეშფოთებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. “პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი” უერთდება ამ შეშფოთებას და მხარს უჭერს სამაუწყებლო კომპანიას და აღნიშნულ ტელეკომპანიაში დასაქმებულ ყველა ჟურნალისტს და თანამშრომელს.

“პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ხელი აიღოს სასამართლოს კონტროლზე. აქვე მოვუწოდებთ სასამართლო კორპუსს, არ ჩაერიონ პოლიტიკურ ინსინუაციებში, რათა საბოლოო ჩრდილი არ მიაყენონ სასამართლოს დამოუკიდებლობას და რეპუტაციას, არ მოახდინონ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოს სრული დისკრედიტირება და საბოლოოდ არ გაცვითონ საზოგადოების ნდობა მოცემული ორგანოსადმი, რომელიც ისედაც ძალიან მყიფეა. მოცემულ საქმეში ხელისუფლების ჩარევით და გაუაზრებელი ქმედებებით ზიანი მიადგება არა მხოლოდ ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას და ფინანსურ მდგომარეობას, არამედ აღნიშნულმა შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები იქონიოს ჩვენი ქვეყნის მომავალზე, მის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესსა და ოფიციალურად გაცხადებულ დასავლურ კურსზე."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42