აბულაძის თქმით, თავდამსხმელები რუსთავის მერიის მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ:
„8 ადამიანი, მერიის მაღალი თანამდებობის პირები მომვარდნენ, ნასვამ მდგომარეობაში. ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო მერე ფიზიკურად გამისწორდნენ . ეს ადამიანები თვითონ შემომივარდნენ კერძო დაწესებულებაში. იძახდნენ, თქვენი ბოგინი მალე უნდა დამთავრდესო“- აცხადებს მამუკა აბულაძე.
ფაქტს ენმ-ს რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ჩიქოვანიც გამოეხმაურა, მისი ტქმიტ ხელისუფლებაში კრიმინალები არიან მოკალათებულნი და განსხვავებული აზრის ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან.
თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და მათ ბარში შესვლაც სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება ბარის თანამშრომლებმა არ მისცეს. მომხდარზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ რუსთავის მერიაში. მუნიციპალიტეტში განმარტეს, რომ ინფორმაციას დღის განმავლობაში გადაამოწმებენ.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება ცემის მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები






