იუსტიციის მინისტრი დღეს ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომის მონაწილეებსსამართლის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა. თეა წულუკიანის მოხსენება „დემოკრატიული რეფორმებისკონსოლიდაცია საქართველოში“ აერთიანებდა იმ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროსთაოსნობით გატარდა; მათ შორის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის დასხვა.
„ჩვენმა ქვეყანამ საკანონმდებლო რეფორმების კუთხით ძალიან დიდი ცვლილებები განიცადა. ამ ცვლილებებმა საშუალება მისცა ქართველ ხალხს,ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებისთვის დეკემბერში დადებითი დასკვნა მიეღო. საქართველოსმთავრობა ამ წარმატებას პარლამენტთან ერთად ვზეიმობთ, რადგან პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე ევროპულ გზაზე წარმატება შეუძლებელიიქნებოდა. ქართველი ხალხი, მთავრობა, პარლამენტი, არასამთავრობო სექტორი ვართ ერთიანი იმაში, რომ საქართველოს არჩევანი ევროპულია დაინსტრუმენტები ამ არჩევანის რეალიზებისთვის სხვებს შორის ასოცირების შეთანხმებაა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
კომიტეტის ორდღიანი სხდომა რეზოლუციით დასრულდება. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ასოცირების კომიტეტი მიესალმასაქართველოს ძალისხმევას − უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება. კომიტეტი სრულადაღიარებს საქართველოს მიერ მიღწეული რეფორმების წარმატებას და პროგრესს ყველა იმ სფეროში, რომელთაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისსამოქმედო გეგმის (VLAP) ოთხივე ბლოკი მოიცავს და მიესალმება სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს.
„კომიტეტი მიესალმება სასამართლო სისტემის რეფორმისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევას, განსაკუთრებით, პროკურატურის რეფორმისკუთხით“, − ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. ასევე, კომიტეტი მიესალმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსის მიღებას,ადამიანის უფლებათა ახალი სტრატეგიის განხორციელებას და დადებითად შეაფასა შრომის ახალი კოდექსის მიღება. როგორც ასოცირებისკომიტეტმა აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიკაცია არ წარმოადგენსსაბოლოო მიზანს. „ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს, ისევე, როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს,აქვს ევროპული პერსპექტივა და შეუძლია, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, − ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
კომიტეტი მიესალმა 2016 წლის 9 მარტის წინადადებას, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოსსაქართველოსთვის სავიზო მოთხოვნების მოხსნისკენ მოუწოდა.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა ბრიუსელში 25-26 აპრილს იმართება.
მასალის გამოყენების პირობები






