ნიდერლანდები მზადაა საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში მხარდაჭერა აღმოუჩინოს
პოლიტიკა - 10:03, 26 Apr, 2016     1019

2016 წლის 25 აპრილს, ჰააგაში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ქართული მხრიდანკონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო ჰოლანდიური მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიმ გეერტსი.

კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ხაზი გაესვა პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, კერძოდ, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებსა და ამ კუთხით ნიდერლანდების სამეფოსთან აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ეკონომიკური და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურების კუთხით. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში საქართველოს სასარგებლოდ ცვლილებების დროულად შეტანის აუცილებლობას.აღნიშნულთან დაკავშირებით, ჰოლანდიურმა მხარემ გამოხატა სრული მზადყოფნა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი აქტუალურისაკითხები. ჰოლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა იმუშაონ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით. ხაზი გაესვა რეგულარული ორმხრივი პოლიტიკურიკონსულტაციების გამართვის აუცილებლობას. ნაცვალგების პრინციპით, კონსულტაციების მომდევნო რაუნდი თბილისში გაიმართება.

ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ მონაწილეობა მიიღო კლინგენდაილის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში - „საქართველოს ევროპული გზა - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, ევროპული ინტეგრაციის მიმდინარეობაზე, საქართველოში არსებული უსაფრთხოების საკითხებსა და ვარშავის ნატო-ს სამიტის მოლოდინებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას წამყვანი ჰოლანდიელ ექსპერტები ესწრებოდნენ.

ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტისწარმომადგენლებთან. მინისტრის მოადგილემ ამომწურავი ინფომრაცია მიაწოდა ჰოლანდიელ პარლამენტარებს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ. ასევე, ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების და რუსეთთან ურთიერთობების შესახებ.

ნიდერლანდების სამეფოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით 25-26 აპრილს ეწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42