როდესაც ვსაუბრობთ ვიზებზე, პირველ რიგში მოქალაქეებზე უნდა ვიფიქროთ - მარია გაბრიელი
პოლიტიკა - 20:28, 25 Apr, 2016     1688

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოხსენების წარდგენისას, ევროპარლამენტის წევრმა მარია გაბრიელიმ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ყოველივე პირველ რიგში, მოქალაქეთა ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს:

„საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებისას. ვაფასებთ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს, მათ შორის მიგრაციის, თავშესაფრის პოლიტიკის, ფულის გათეთრების, კორუფციის კუთხით, ევროკომისიამ თქვა, რომ ჩვენ უნდა დაგვენახა საქართველოს პროგრესი, ამავე დროს მსურს დავუსვა კითხვები კომისიას, შეუძლია თუ არა გვითხრას, როგორია ვიზებზე უარის თქმის მონაცემები. ჩვენ ვიცით, რომ უარყოფილი ვიზების რაოდენობა უნდა მცირდებოდეს და ეს მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩვენ გამოწვევები შესაძლებლობებად უნდა ვაქციოთ. როდესაც ვსაუბრობთ ვიზებზე, პირველ რიგში მოქალაქეებზე უნდა ვიფიქროთ. მათი ინტერესი ყველაზე მთავარია“, - განაცხადა მარია გაბრიელიმ.

ევროპარლამენტის წევრი, საჯად კარიმიც იზიარებს კოლეგის პოზიციას და აღნიშნავს, რომ ამ საკითხში მთავარი მოქალაქეთა ინტერესებია და ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადადება მოსახლეობისთვის ცუდი იქნება:

„ევროკომისიამ აღნიშნა, რომ საქართველომ შეასრულა თავისი ვალდებულებები და როგორც ჩემი კოლეგა, მადამ გაბრიელი აღნიშნავს, მთავარი, მოქალაქეები არიან და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გადადება იქნება ცუდი მოქალაქეებისათვის. განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, როგორიცაა სამხრეთ ოსეთი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით. იმედი მაქვს, მომხსენებელიც მხარ დაუჭერს იმ მიდგომას, რომელიც მე მაქვს ვადებთან დაკავშირებით“, - განაცხადა საჯად კარიმიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42