დღეს 18:00 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა დაიწყება სუს-ის შენობის მიმართულებით. სტუდენტები მათზე სამართალდამცავების მხრიდან არსებული ზეწოლის ფაქტებს გააპროტესტებენ.
აღნიშნულ ფაქტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე ეხმაურება:
"თემა, რომელსაც ისინი დღის წესრიგში აყენებენ და აპროტესტებენ, გარკვეულ დონეზე მოგვარებული და დალაგებულია საკანონმდებლო ცვლილებებით. ისევ და ისევ საუბარია წინა პერიოდებიდან გადმონაშთზე საუბარი, რომელიც დღეს ყველას გვაქვს სურვილი, რომ აღარ უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით საგანმანათლებლო დაწესებულების დონეზე. ამიტომ, მესმის მათი პროტესტიც. სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ დღეს ეს აღარ მეორდებოდეს, თუმცა საჭიროა ლიკვიდირება იმ ნარჩენების, რომელიც ამ სისტემაში გადმოგვყვა," - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






