დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს მმართველი კოალიციის ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2020 წლიდან ითვალისწინებს.
ცვლილებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, ოპოზიცია კი მას მხარს არ უჭერს და ხელისუფლებას შანტაჟსა და საზოგადოების შეცდომაში შეყავნაში ადანაშაულებს.
„იმ შემთხვევაში, თუ დღეს ყოფილი კოალიცია, არსებული უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს არსებულ ცვლილებებს, რომელიც ახლა უნდა განხორციელდეს 2016 წელს, რა თქმა უნდა შემდგომ მეორე საკითხის განხილვა დაიწყება, რომელიც 2020 წელში ითვალისწინებს ამ ცვლილებებს. არ ვარ დარწმუნებული რამდენად არის მზად თავად ხელისუფლება ამ ცვლილებების განსახორციელებლად. რამდენად სჯერათ ამ ცვლილებების, ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ 2020 წლის ცვლილებებსაც დავუჭიროთ მხარი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






