„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში მისვლას ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობისთვის გაუგებარია თუ რატომ ჭიანურდება კანონით გათვალისწინებული ანგარიშის მოსმენა.
„უსაფრთხოების სამსახური არის ის უწყება, რომელთანაც დღეს ყველაზე მეტი კითხვაა და რეალურად ის იქცა საქართველოს მოქალაქეებისათვის საფრთხის შემცველ სამსახურად,ამაზე საუბრობენ ახალგაზრდები უნივერსიტეტებში, ამაზე საუბრობენ პოლიტიკოსები და ფაქტობრივად, იმის მაგივრად, რომ იცავდეს ჩვენს მოქალაქეებს სხვა ქვეყნიდან შემოსული საფრთხეებისგან, პირიქით, ის არის დღეს ყველაზე მეტი საფრთხის შემცველი საქართველოს მოქალაქეებისათვის“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
მმართველი გუნდის წევრების განცხადებით კი ვახტანგ გომელაური მზად არის წარსდგეს 2015 წლის ანგარიშით, თუმცა როდის, ეს არ არის ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები






