ევროპარლამენტში დღეს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პირველი საკომიტეტო განხილვა გაიმართება. საშინაო საქმეთა კომიტეტი იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრებს, რომელიც ევროკომისიამ ევროპარლამენტს რამდენიმე კვირის წინ გადასცა.
ინიციატივა საქართველოს იმ ქვეყანათა ჩამონათვალში ჩასმას ითვალისწინებს, რომელთა მოქალაქეებსაც შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. შეგახსენებთ, რომ სხდომა გასულ კვირას უნდა გამართულიყო, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო დღეისთვის გადაიდო.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, სერგო რატიანი აკეთებს:
„ქართველი ხალხი იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას, ყველაფერი არის მომზადებული იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა ეს მიიღოს, მე იმედი მაქვს, რომ ამ დღეებში არაფერი არ მოხდება ისეთი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს შეუცვლის პოზიციებს. ერთადერთი საფრთხე შეიძლბა იყოს დღევანდელი ხელისუფლების უგუნური გადაწყვეტილება“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






