ევროპარლამენტში დღეს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პირველი საკომიტეტო განხილვა გაიმართება. საშინაო საქმეთა კომიტეტი იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრებს, რომელიც ევროკომისიამ ევროპარლამენტს რამდენიმე კვირის წინ გადასცა.
ინიციატივა საქართველოს იმ ქვეყანათა ჩამონათვალში ჩასმას ითვალისწინებს, რომელთა მოქალაქეებსაც შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. შეგახსენებთ, რომ სხდომა გასულ კვირას უნდა გამართულიყო, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო დღეისთვის გადაიდო.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მანანა კობახიძე აკეთებს:
„ეს პროცედურა უკვე მიყვანილია ბოლომდე, ეს გულისხმობს სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებას და იმ დადებით, პოზიტიურ დასკვნებს, რომელიც არის გაკეთებული საქართველოსთან მიმართებით და ახლა არის პრაქტიკულად კენჭისყრაზე მისული საქმე და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება სწორედ საქართველოს სასარგებლოდ მიღებული“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






