„რუსეთი უნდა დათანხმდეს, რომ საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა მას მეტ ღირსებას შესძენს, ვიდრე ომი“- მარგველაშვილი
პოლიტიკა - 12:54, 25 Apr, 2016     1686
საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში ვიზიტისას ფრანგულ მედიასთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე და იმ მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს შეუძლია შეასრულოს აზია-ევროპის დასაკავშირებლად.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა RFI-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება პასპორტის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით და ამით უნდა დაჩქარდეს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში. ამასთანავე პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან კავშირების განმტკიცების მიზნით მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკისათვის ასევე არანაკლებ საკვანძოა ორმხრივი ურთიერთობები.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს უფრო დიდი მიზანია, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის - NATO-ს შემადგენელი ნაწილი. „2002 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ NATO-ს წევრობა იყო საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საბოლოო მიზანი. თუმცა, 2008 და 2014 წლებში გაწევრების სამოქმედო გეგმის (MAP - გზა, რათა გახდე დასავლური თავდაცვის ორგანიზაციის ნაწილი) მიუღებლობა იყო რეგრესი ამ გზაზე.“ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2014 წელს ქვეყანას ალიანსის სტანდარტებთან ყველაზე თავსებადი სამხედრო ძალების მქონე NATO-ს არაწევრი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. ქართველი სამხედროები მონაწილეობენ NATO-ს ოპერაციებში ავღანეთში, ისევე როგორც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა:

„რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ საქართველოსათვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების მშვიდობიანი გზით დაბრუნებაში დახმარებით, ის შეიძენს მეგობრებს რეგიონში.“ პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისის ერთადერთი გადაწყვეტა დიპლომატიაშია და არა ომში.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ როლში, რომელიც საქართველოს, როგორც აზიასა და ევროპას შორის ცენტრს შეუძლია შეასრულოს. პრეზიდენტის თქმით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენითა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წყალობით, რომელიც მალე შევა ექსპლუატაციაში, ჩინეთი და ცენტრალური აზია დაუკავშირდება ევროპას.

პრეზიდენტის პირადი განცხადებით, ქსოვა - მისი გასაოცარი ჰობი, მან მოწევისათვის თავის დანებების მიზნით, როგორც „დრამატული ძალისხმევის ნაწილი“ გამოიყენა. თუმცა, პრეზიდენტმა ასევე გააფრთხილა სხვა მწეველები, რომ „ეს მათ ვერ დაეხმარებათ“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42