ცვლილებები მერიაში - ისნის, სამგორისა და გლდანის რაიონების გამგებლები თანამდებობას ტოვებენ?
პოლიტიკა - 12:30, 25 Apr, 2016     3376
დედაქალაქის მერია საკადრო ცვლილებებია მოლოდინშია. ოპოზიციის ინფორმაციით,თანამდებობას მერიის რამდენიმე მაღალჩინოსანი დაემშვიდობება, ცვლილებები მოხდება თბილისის რაიონების გამგეობებშიც.

ცნობილია, რომ პარასკევს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში, უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც სავარაუდოდ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აცნობეს "ქართული ოცნების" წევრებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობებს ისნის, სამგორისა და გლდანის რაიონების გამგებლები ტოვებენ. ასევე არ არის გამორიცხული ცვლილება ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელსაც შეეხოს.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე მოსალოდნელ ცვლილებებს არ ადასტურებს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ ცვლილებები ბუნებრივი მომენტია.

"საკადრო ცვლილებების მოლოდინი არ არის, პარასკევს მერთან შეხვედრაზე პირადად ვიმყოფებოდი და ერთი სიტყვა არ თქმულა საკადრო ცვლილებებზე. ეს ბეჭედ დარტყმული ინფორმაცია"- აღნიშნა მალაღურაძემ.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ დაგეგმილი ცვლილებები წინასაარჩევნო ხასიათისაა და ფასადური იქნება.

"ისნის, სამგორისა და გლდანის გამგებლების შეცვლა ნამდვილად ვერ შეცვლის მძიმე რეალობას. "ქართულ ოცნებაში" კორუმპირებული, საკუთარ თავზე მზრუნველი ჩინოვნიკები, ასე რომ ეს ცვლილებები ქალაქისთვის იქნება წარუმატებელი და მოსახლეობისთვის არაფრის მომცემი"- თქვა აბესაძემ.

"ნიუპოსტი" მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე დედაქალაქის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. ნარმანიას უწყება გავრცელებულ ინფორმაციაზე ამ ეტაპზე განცხადებას არ აკეთებს.

ცნობისთვის, წინა კვირას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან მერიაში გარკვეული ცვლილებების განხორციელება არ გამორიცხა.

„ არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს მერიის სისტემაში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42