„სტუ-ში შიმშილობის აქციას ზაქარია ქუცნაშვილი მართავს“- არჩილ ფრანგიშვილი
პოლიტიკა - 12:23, 25 Apr, 2016     1949

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირგვლივ სკანდალი გრძელდება. უნივერსიტეტის რექტორის არჩილ ფრანგიშვილი განცხადებით ის გადადგომას არ აპირებს და არც წარმომადგენლობითი საბჭო დაიშლება. ფრანგიშვილის განცხადებით,სასამართლოს სხდომა მაისშია დანიშნული და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს.
რექტორი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს,რომ შიმშილობის აქციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მართავს. ფრანგიშვილი ამბობს,რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში გაცილებით დიდი ჯგუფია ჩართული ვიდრე ეს თსუ-ში იყო.
„ კარგად ვიცი, ვინც მართავს ამ პროცესს,,ზაქარია ქუცნაშვილმა ჯერ კიდევ დეკემბერში გააკეთა განცხადება, ფრანგიშვილს რექტორად თავისი კანდიდატურის მესამედ წამოყენების უფლება არ აქვსო.არადა მაშინ თავადაც არ ჰქონდა ჩემი გეგმები ჩამოყალიბებული. ვიცი,რატომ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ ეს კამპანია,მაგრამ დაკონკრეტებისაგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. ქუცნაშვილს მოშიმშილეებთან აქტიური კონსულტაციები აქვს,ამას არც თავად მოშიმშილე პროფესორები მალავენ. ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა ძალის ინტერესი იკვეთება,მათ შორის,პოლიტიკოსებისაც. მაისში სასამართლო ჩატარდება,ამიტომ არ მინდა ჩემი განცხადებებით სასამართლო პროცესზე გავლენა მოვახდინო. ერთს კი ვიტყვი - ტექნიკურ უნივერსიტეტში გაცილებით დიდი ჯგუფია ჩართული, ვიდრე თსუ-ში იყო “ - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42