„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ხელისუფლებამ იმისდა მიუხედავად რომ ოპოზიცია ამას უკვე დიდი ხანია ითხოვს, საკითხი არ გადაწყვიტა და ახლა დროის უკმარისობა მოჰყავს მიზეზად:
„ხელისუფლების საუბრები, რომ დრო არ არის, ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენ 8 თვით ადრე შევთავაზეთ ხელისუფლებას და ეს საკითხი დღემდე მოვიდა გადაუწყვეტელად. ჩვენ ჩვენს პოზიციას ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირებთ“ -განაცხადამიხეილ მაჭავარიანმა.
„სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ ლიდერის ზურაბ ხარატიშვილის თქმით, ამ ცვლილების ჩაგდება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის საფუძველი შეიძლება გახდეს, მისი თქმით საარჩევნო სისტემის ცვლილებას საზოგადოების წევრთა უმრავლესობა ითხოვს:
„თუ საქართველოს პარლამენტი ჩააგდებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებას , იგი ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დააყენებს მომავალი არჩევნების კონსტიტუციურობას, რაც ვფიქრობთ, რომ სერიოზული პოლიტიკური კრიზისის საფუძველი შეიძლება გახდეს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მიიღოს ეს ცვლილება, იმიტომ რომ მინიმუმ 200 ათასი ამომრჩეველი დგას ამის უკან. ასევე ამის უკან დგას მთელი ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო სექტორი.“- აღნიშნა ზურაბ ხარატიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






