ევროპარლამენტში დღეს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პირველი საკომიტეტო განხილვა გაიმართება. საშინაო საქმეთა კომიტეტი იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრებს, რომელიც ევროკომისიამ ევროპარლამენტს რამდენიმე კვირის წინ გადასცა.
დღესვე ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართება. ბრიუსელში დაგეგმილ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები.
„განხილული იქნება საქარათველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების მიმდინარეობა საქართველოში, მათი დღევანდელი მდგომარეობა, აღებული ვალდებულებების დღევანდელი მდგომარეობა, ასევე იქნება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხები განხილული“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






