მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ საქართველოში ჩამოდის
პოლიტიკა - 01:59, 25 Apr, 2016     5665
მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ამჟამად ოდესისი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ,,პოსტსკრიპტუმთან“ ინტერვიუში. სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობაში საკადრო განახლებაზე საუბრობს და ამბობს, რომ არსებობენ ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც უნდა მიეცეთ საშუალება პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ.

მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

„ვიმეოროთ ახლა ავად სახსენებელი ცხრა წელი, საამაყო იყო, გავიგეთ რომ საამაყო იყო, ხალხმაც იცის, რომ საამაყო იყო, ხალხმა ისიც იცის რა შეცდომები იყო, ისიც იცის რა გადაცდომები იყო, ისიც იცის ვის რა უბედურებაც ჰქონდა ჩადენილი. ახლა ხალხს უნდა უთხრა რა იქნება. ეს არის პირველ რიგში საკადრო განახლება. ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვიცი ძალიან ბევრი გამოჩენილი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც მთელი ეს პერიოდი გვიჭერდა მხარს ისედაც, ახლა იძახის, რომ ჩვენც გვინდა ჩავერთოთ ამაში და მათ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ამაში ჩაერთონ,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება 2016 წლის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაში და ღიად ამბობს, რომ დღე მიმდინარეობს ბრძოლა ორ პოლიტიკურ ძალას შორის - ერთი ივანიშვილს უკავშირდება, ხოლო მეორე კი მას.

,, ჩვენ ხომ ძეგლები არ ვართ, ჩვენ ვართ ორფეხა ადამიანები, რომელსაც აქვს ხელის წაცდენები, სისუსტის მომენტები და სიძლიერის მომენტებიც. დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, ამაში საერთოდ ეჭვიც არ მეპარება. არის ორი ძალა, ერთი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მეორე მიკავშირდება მე. არ არსებობს ამ ეტაპზე მესამე არაფერი. ეს მე მაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც უკრაინაში არ მივილტვი თანამდებობისკენ, მე დღეს საქართველოში არაფრისკენ არ მივილტვი. ჩემი ამოცანა არის, რომ რადგან ასე ჩამოყალიბდა ხალხის თვალში, ან ეს რუსი ოლიგარქი ან ის რასთანაც მე ვარ დაკავშირებული, მე თვითონ ვიყო ბევრად უფრო უკეთესი ვიდრე ოდესმე.

როგორც იგეგმება და როგორც ყველაფერი გათვლილი გვაქვს, ეს არჩევნები ჩავამთავროთ, მოვიგოთ, მერე ჩამოვიდე, დავსხდეთ და დავეხმაროთ იმ ხალხს, იმ ჯგუფს, რომელიც გაიმარჯვებს,“-განაცხადა ექსპრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველოს სახელმწიფო აპარატიდან მას საკმაოდ ბევრი ადამიანი ხვდება სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42