ამის შესახებ "გურიის მოამბეს" სოფელ ზოტის მაცხოვრებელმა, ამირან ირემაძემ განუცხადა:
"დღეს, ადრე დილით, სოფელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ განგაში გამოაცხადა და ხალხის მობილიზება დაიწყო. ვიფიქრეთ რა ხდება ომი ხომ არ დაიწყო თქვა-მივედით და როგორც აგვიხსნეს, ნასაკირალში ვიცე პრემიერი კახი კალაძე უნდა ჩამოსულიყო რაღაც საარჩევნო შეხვედრაზე, იქ კი ხალხი არ ყოფნიდათ და ჩვენ გვითხრეს წასვლა. სად ნასაკირალი და სად ზოტი, ნასაკირალში თუ არჩევნებია ჩვენ რა შუაში ვართ?"-კითხულობს მეგრელაძე.
მისივე თქმით, მოსახლეობის უმრავლესობამ მეზობელ რაიონში წასვლაზე უარი განაცხადა და შემდეგ სოციალურად შეჭირვებულები, იმათი ოკახის წევრები ვინც სოციალურ დახმარებას ღემულობს, "იმის მუქარით, რომ ამ დახმარებას მოუხსნიდნენ, ძალით წაიყვანეს შეხვედრაზე"-გვიყვება ირემაძე.
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, პარტია "ქართულმა ოცნებამ" ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნონა ტუნაძე წარადგინა.
წარდგენას, ვიცე პრემიერი, კახი კალაძე ესწრებოდა.
როგორც ზოტში, ასევე ნასაკირალში ძირითადად ეკომიგრანტები, ზემო აჭარიდან საცხოვრებლად წამოსულები ცხოვრობენ.
მასალის გამოყენების პირობები






