„ამოიტანონ კუბოები და ჩაგვაწვინონ შიგ მთელი სოფელი“- საპროტესტო აქცია ლაითურში
პოლიტიკა - 17:33, 23 Apr, 2016     4127
„ამეიტანონ კუბოები და ჩაგვაწვინონ შიგ მთელი სოფელი“- საპროტესტო აქცია ლაითურში „სანამ ეს ტყიულების პარტია იქნება ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება“ დაბა ლაითურის პირველი და მეორე რაიონის მოსახლეობამ სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მოთხოვნით, საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები სოფელში სასმელი წყლის, ბუნებრივი აირის პრობლემის გადაჭრას, ასევე, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემასა და გზის შეკეთებას მოითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სოფელში გაუსაძლისი პირობებია და ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია.
„26 წელის წყლის გაყვანას ვითხოვთ, გაზი აქ არ არის, წყალი და საარსებო პირობები, ამეიტანონ კუბოები და ჩაგვაწვინონ შიგ მთელი სოფელი. არცერთ ხელისუფლებას ასე არ აგდია მოსახლეობა, როგორც ბიძინამ ქნა. მათი მხარდამჭერი ვიყავი და ვაცხადებ, ესენი არიან მატყუარა ხალხი. პირველი და მეორე რაიონს მოსახლეობა ამ არჩევნებზე არ მივდივართ. ყელში ამოგვივიდა ამათი ტყუილები და დაპირებები. ორი ბრიგადა ერთადერთი ჭის იმედზე ვართ. ბიძინა ივანიშვილს ურეკში წყალი ლაითურიდან მიჰყავდ და ჩვენ უწლოდ ვართ დარჩენილი. იქ თუ მიჰყავთ წყალი ჩვენს სოფელშიც შემოიყვანონ, მასხრად აგვივგდეს. მდინარით ვსარგებლობდით და იქაც აგვიკრძალეს ჩასვა, ჯარიმების დაწერა დაიწყეს, ბუნებრივი სიმდიდრით არ ისარგებლოთო. მტვერში ვიხჩობით, ბავშვები დაავადებულები არიან. ევროპაში შევდივართო და უწყლოდ ვიხოცებით, ასე აპირებენ ევროპაში შესვლას?! „უბედურების სოფელი“ დაგვარქვა ამ ხელისუფლებამ, სიმართლეს რომ ვამბობთ, იმიტომ ვართ უბედურები?!“- აცხადებს ადგილობრივები.
საპროტესტო აქციაზე, „პატრიოტთა ალიანსის“ ადგილობრივი ლიდერებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც შეკრებილ მოსახლეობას მხარდაჭერა აღუქვეს. „ეს პროტესტი შეეხება იმ მძიმე რეალობას, რაც მოსახლეობას აწუხებს. აქ მწვავედ დგას როგორც გზის, ასევე წყლის პრობლემა. აქ გადის ცენტრალური მაგისტრალი და არ შემოუყვანიათ ბუნებრივი აირი. დაწყბულია წყლის მილების მოტანა და მიმართულება შეუცვალეს წყლის პროექტს და აქედან დაიწყეს წყლის გაყვანა ურეკის მიმართულებით. ეს ხდება მაშინ, როდესაც ამ ადამიანებს წლების განმავლობაში აწუხებთ ეს პრობლემა.“ - განუცხადა „გურიის მოამბეს“ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ოზურგეთში, შოთა გოგიბერიძემ.

"გურიის მოამბე"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42