გიორგი მარგველაშვილი - საფრანგეთში ვიზიტი იყო საჭირო და წარმატებული
პოლიტიკა - 17:29, 23 Apr, 2016     1671
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ დელეგაციასთან ერთად საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დღეს დაასრულა. ქვეყნის პირველმა პირმა მედიასთან ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფრანგ კოლეგასთან შეხვედრა შეაფასა. "ეს იყო უაღრესად საჭირო ვიზიტი და ამავე დროს წარმატებული.

მინდა მოგახსენოთ პირველ რიგში, რომ საფრანგეთთან ორმხრივი ურთიერთობა ვითარდება უაღრესად დინამიურად და პოზიტიურად. ფრანგი ხალხი და საფრანგეთის მთავრობა საქართველოსა და ქართული სახელმწიფოს გვერდით დგას და ეს არაერთხელ გამოჩნდა.

აგრეთვე ორმხრივი ურთიერთობების გარდა მნიშვნელოვანი იყო იმ ახალ ნაბიჯებზე საუბარი, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს არის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციისათვის გადასადგმელი ნაბიჯები. ამ თვალსაზრისით, ჩვენ მიერ წარმოებული შეხვედრები და მოლაპარაკებები იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ჩვენ ასე ვთქვათ ბოლომდე გავაცანით ჩვენი პოზიცია, ვისაუბრეთ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და დავინახეთ რომ, როგორც პრეზიდენტთან, ასევე სენატში არის სრული კეთილგანწყობა და მზაობა, რომ საქართველომ გადადგას ეფექტური ნაბიჯები.

ვიზების ლიბერალიზაცია იყო ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც არის, მაგრამ ეს არის პირველი გადასადგმელი ნაბიჯი, ამ მხრივ მე მინდა გითხრათ, რომ აქ ჩამოსულს დამხვდა ძალიან ეფექტური მუშოაბა უკვე რომელიც გასწია ქართულმა მხარემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუშაობის თვალსაზრისით. ამის თაობაზე ბოლომდეა ინფორმირებული ფრანგული მხარე და პრეზიდენტ ოლანდთან შეხვედრის დროსაც ამაზე იყო ხაზი გასმული. არის სრული გაგება იმ ძალიან სერიოზული მუშაობის, რომელიც გასწია ქართულმა მხარემ. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ნაბიჯებიც იქნება ადეკვატური."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42